თავში

რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას

რა უნდა ვიცოდეთ სესხის აღებისას

მას შემდეგ რაც ბანკებში სესხის აღება გაართულდა, მომხმარებლები მათი მოთხოვნის დაკმაყოდილებას ცდილობენ. Reprot.ge შეეცადა სპეციალისტებთან გაერკვია, რა რისკებია სესხის აღებისას და რა უნდა ვიცოდეთ გართულებების თავიდან ასაცილებლად?

როგორც ფინანსისტმა მამუკა გოგუაძემ აგვიხსნა, ბანკების აქტივები დოლარში, ლართან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მათ აქციონერები ჰყავთ,რომლებიც დივიდენდებს იღებენ უცხოურ ვალუტაში. 

"როგორც კი იწყებს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას, ავტომატურად ამ ხალხს შემოსავალი აკლდება. შესაბამისად, მოსაზრება, რომ ბანკებს აწყობთ ეროვნული ვალუტის გაუფასურება, არის მითი და ტყუილი. პირიქით, ეს არავის ინტერესებში არ შედის, ერთ-ერთი ნიშანი იმისა,რომ ვალუტა უფასურდება, არის ტურიზმის ზრდა. იაფი ლარით ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მისთვის მომგებიანია რომ დოლარში ბევრი ადგილობრივი ფული მოსდის. სჯობს სესხი აიღოთ იმ ვალუტაში,რაშიც გაქვთ შემოსავალი და გაუფასურებას და სავალუტო ჯიხურებს ნერვიულად არ ადევნოთ თვალი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ აისახოს თქვენს ჯიბეზე,“- ამბობს ფინანსისტი მამუკა გოგუაძე

როგორც სპეციალისტებმა აგვიხსნეს, ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი ნიშანი არის ტურიზმის ზრდა. მათი განმარტებით, იაფი ლარით ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, რადგან მათთვის მომგებიანია რომ დოლარში ბევრი ადგილობრივი ფული მოსდით.

"ამ ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს ლარის ეს მდგომარეობა. მითუმეტეს, 20 ივნისის ე.წ "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რაც პუტინმა აკრძალა საჰაერო ფრენები საქართველოსთან. იმის ნაცვლად,რომ საქართველოს მთავრობას ბაზრის დივერსიფიცირებაზე ესაუბრა და ეთქვა,რომ არაუშავს, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ ტურისტები, მათ შორის ევროპიდან, რაც გამოჩნდა კიდეც, ევროპიდან გაცილებით გაზრდილია ტურისტული ნაკადები, ამის მაგივრად, რაღაც აპოკალიფსური სცენარი დახატა, ბაზარს და საზოგადოებას საქართველოს მთავრობამ მისცა ძალიან არასწორი მოლოდინები და ინფორმაცია. ამას, რა თქმა უნდა, ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა და 2.8-დან კურსი ავიდა თითქმის 3-ზე. შესაბამისად, ამასვე მოჰყვება ფასების გაძვირება და მე არ მახსოვს ბოლოს,როდის იყო ინფლაცია 7%. უცხოურ ვალუტაში ვისაც აქვს ვალდებულებები, მაგალითად 100$, 2012 წლიდან დღემდე, დაახლოებით 130 ლარით გაუძვირდა," - განმარტა გოგუაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system