თავში

რა უპირატესობა აქვს მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვებას

რა უპირატესობა აქვს მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვებას
რა უპირატესობა აქვს  მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვებას

ფინანსური სფეროს სპეციალისტები მთავრობას კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ მოუწეოდებენ. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა, როგორც ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, ეროვნული ბანკის ზედამხედველობიდან გამოსვლაა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვება, რაც რეგიონების განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს. ხომიზურაშვილის რეკომენდაციაა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე რეგიონული თვითმმართველობებ ის დონეზე.

,,კარგი იქნებოდა, რომ ფინანსთა მინისტრს, მაჭავარიანს, აქამდეც გამოეჩინა ინიციატივა,  რადგან კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით კარდინალური ცვლილებაა გასატარებელი. ამისთვის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მთლიანად შეცვლაა საჭირო, რადგან მოქმედი კანონი სუსტი და არაეფექტიანია, ასევე სააქციო საზოგადოების შესახებაც ცალკე კანონია მისაღები და რეალურად ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. მინისტრმა უნდა იცოდეს  ელემენტარული, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და შემადგენელი ნაწილია მუნიციპალური ობლიგაციების გამოშვება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე რეგიონების თვითმმართველკობების ფარგლებში. ჩვენთან ეს პრაქტიკა საერთოდ არ არის, ამას სჭირდება კომპეტენცია, პროექტები, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, პირველ რიგში, რეგიონების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრს არასდროს არაფერი უთქვამს. ხოლო მარტო განცხადებებით შემოფრაგვლა არაფერს უშველის, თუ საქმით არ იქნება გამაგრებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რეგულირებიდან ანუ ეროვნული ბანკის ზედამხედველობიდან გამოვიდეს კაპიტალის ბაზარი და ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დამოუკიდებელ კომისიას დაექვემდებაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძვრა, რადგან სებ-ს ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ბაზრის განვითარების მიზნით და ეს გასაგებიცაა - ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ეს არის საკრედიტო და საბანკო ბიზნესის კონკურენტული სფერო. ცხადია, ბანკებს აწყობთ, რომ იგი დაკონსერვებულ მდგომარეობაშია. არაფერი ეშველება, სანამ კაპიტალის ბაზარი ამ ჩიხიდან არ გამოვა", - აცხადებს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიან მაპარლამენტში გამოსვლისას, რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად, ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით, ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლიბერალური კანონმდებლობა. მისივე თქმით ახლა, აუცილებელია ბაზარზე გაჩნდნენ, ერთი მხრივ, საკმარისი რაოდენობის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და პარტნიორების მოძიებას, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system