თავში

რა უპირატესობები აქვს ტრანსკასპიურ მარშრუტს

რა უპირატესობები აქვს ტრანსკასპიურ მარშრუტს
რა უპირატესობები აქვს ტრანსკასპიურ მარშრუტს

“ტრასნკასპიური მარშრუტის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის დაბალი კომპლექსური რისკები, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების სტაბილურობას, ასევე სიჩქარეს, საშუალოდ 15-20 დღეს," - ამის შესახებ KAZAKH INVEST– ის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ჟანდოს ტემირგალიმ განაცხადა.

მისივე თქმით,  ამ მარშრუტზე აქტიურად ვითარდება მულტიმოდალური სატვირთო ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტები, რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები. 

"პრიორიტედად რჩება დიდი საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვა ამ კონცეფციის განხორციელებაში “, – აღნიშნა ტემირგალიმ.

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განხორციელებას, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. 

"ეს მარშრუტი მეგობრული ქვეყნების: ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის”, – განმარტავს ჟანდოს ტემირგალი და დასძენს, რომ 2019 წლის ბოლოს კონტეინერების ტრაფიკის მოცულობამ ჩინეთი – შუა აზია – სამხრეთ კავკასია – თურქეთი – ევროპის მიმართულებით 26 ათასი კონტეინერი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 70 %-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system