თავში

რა უშლის ხელს ქართულ პროდუქტს ექსპორტზე

რა უშლის ხელს ქართულ პროდუქტს ექსპორტზე
რა უშლის ხელს ქართულ პროდუქტს ექსპორტზე

წარმოების სიმცირე და ქართული პროდუქტის ხარისხი, სპეციალისტების შეფასებით, მთავარი დაბრკოლებაა, რის გამოც ექსპორტზე პრობლემაა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე მტავრობას სტრატეგიას უწუნებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანამ ადგოლობივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა იზრუნოს, რა მხრივაც პრობლემის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი ზოგიერთებისთვის მხოლოდ ღვინოსთან ასოცირდება. საქართველოს მოთხოვნის შესაბამისი მოცულობის დღეს არც ბოსტნეული კულტურები იწარმოება, არც ხორბალი და თითქმის არც ერთი დასახელების პროდუქტი, იმპორტზე ვართ ჩამოკიდებული და აქედან გამოსვლა მარტივი არ არის. ღმერთმა ნუ ქნას, სხვა ქვეყნებს რამე გაუჭირდეს, თორემ ჩვენ მშიერ-მწყურვალი დავრჩებით და ღვინის ექსპორტი ვერ გვიშველის. გარდა ამისა, საზღვარგარეთ ვის რაში სჭირდება აგრარული პროდუქცია, თუ ეკოლოგიურად სუფთა არ არის. ჯერ თვითღირებლება ნახონ! მიწები არის მოუხნავი, გაუსარწყავებელი, ამ პრობლემისთვის სათანადოად ვერ მოგვივლია. ადგილზე არ გვყოფნის საკვები, ნახევარი საქართველო შიმშილობს. ქართული ხორბალი, ყველაზე ადვილად მოსაყვანი კულტურა, დეფიციტშია, მილიონები იხარჯება, მაგრამ ასეთ გაჭირვებაში ქართული სოფელი არასდროს ყოფილა. 2013-2019 წლებში ეკონომიკაში ქართული პროდუქტის წილი 12%-დან 7%-მდეა, ჯერ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და მერე ვიფიქროთ ექსპორტზე, მეჩვენება, რომ პრიორიტეტები არასწორად ნაწილდება", - ასე პასუხობს კობა კობალაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებას, რომ საქართველო იქნება აგროპროდუქტების ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა.

მინისტრის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სტრატეგიით, ქვეყანას, შესაძლებელია, არ ჰქონდეს ერთი რომელიმე პროდუქტი დიდი რაოდენობით, თუმცა შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი პროდუქტების პორტფელი.

მინისტრი ხაზს უსვამს, რომ 2020 წელს ჩვენი აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა, ანუ, პანდემიის მიუხედავად, წელს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია, იმპორტის შემცირების ხარჯზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system