თავში

რა უშლის ხელს ქვეყანას, გახდეს რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი

რა უშლის ხელს ქვეყანას, გახდეს რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი
რა უშლის ხელს ქვეყანას, გახდეს რეგიონის ლოგისტიკური ჰაბი

საქართველო, რომლის მიზანი რეგიონში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ჰაბად გაიქცევაა, მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით 119 ე ადგილზეა. 

სპეციალისტების შეფასებით, ეს არასახარბიელო შედეგია გეოპოლიტიკურად მომგებიან ადგილზე მდებარე ქვეყნისთვის ,მაშინ, როცა მეზობელი სომხეთი, როგორც "ჩიხური" ქვეყანა, რომელიც სრულად დამოკიდებულია საქართველოზე,  92 ე ადგილს იჭერს.

რა უშლის ხელს ქვეყანას, რეგიონში გახდეს ლოგისტიკური ჰაბი? - ამ კითხვაზე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში პასუხობენ, რომ საქართველოში არსებული ლოგისტიკური მომსახურება განუვითარებულია. ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ სერვისებს აწარმოებენ ტრადიციული 2PL ტიპის ოპერატორები, რომელთა პასუხისმგებლობა, მხოლოდ, გადაზიდვების ორგანიზება, ტვირთის ექსპედირება და მარტივი სასაწყობო ოპერაციებია;

მსოფლიო კი დიდი ხანია გადავიდა ინტეგრირებულ, 3PL ტიპის ლოგისტიკური ოპერატორების ფუნქციონირებაზე.

"3PL ტიპის ლოგისტიკური ოპერატორების ფუნქიებიბევრად გაფართოებულია, მოიცავს: ა) კომპანია - გადამზიდავებს, რომლებიც ფლობენ საკუთარ ავტოპარკს და ახორციელებენ გადაზიდვის მომსახურებას; ბ) კომპანია - სასაწყობო ინფრასტრუქტურის მფლობელებს; გ) კომპანია - რომლებიც ახორციელებენ, საბროკერო, საბაჟო და საექსედიტორო მომსახურებას;
საქართველოსათვის - როგორც სავარაუდო რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბისათვის, ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ძირითადი ლოგისტიკური 2PL მომსახურების გარდაქმნა 3PL უფრო კომპლექსურ ლოგისტიკად, ინტეგრირებულს დამატებითი მომსახურებებით
," - აღნიშნავს ცაგარეიშვილი და საკუთარ რეკომენდაციებსაც გვიმხელს, თუ როგორ შეიძლება ვიკისროთ რეგიონის სატრანსპორტი ჰაბის ფუნქცია.

"ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესებისა და საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია შემდეგი პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელება: ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოზიდვა; თანამედროვე ლოგისტიკური სერვისების განვითარება; მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება; საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (სსტ) განვითარება; თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება; ლოგისტიკური კლასტერების (ცენტრების) განვითარების ინტეგრირებული დაგეგმარება; ლოგისტიკის სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება," - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system