თავში

რა უშლის ხელს რეგიონში ქართული არბიტრაჟის ჰაბად ქცევას

რა უშლის ხელს რეგიონში ქართული არბიტრაჟის ჰაბად ქცევას
რა უშლის ხელს რეგიონში ქართული არბიტრაჟის ჰაბად ქცევას

საგადასახადო სფეროს სპეციალისტი, არბიტრი აკაკი ჩარგეიშვილი ბიზნესდავებისთვის საარბიტრაჟო ინსტიტუტი ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ რეგიონის ქვეყნები მოიზიდოს. თუმცა ამბიციას არსებობის უფლება აქვს. რამდენად ჯანსაღია იგი, ჩარგეიშვილის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან, როცა ქვეყანა covid-19-ს ებრძვის, პროგნოზი რეალურად ძალიან რთულია.

არბიტრი ამავე დროს საუბრობს მიზეზებზე, რას საქართველოს საარბიტრაჟო სისტემის ნორმალურ საქმიანობას ბოლო წლების განმავლობაში ხელს უშლიდა, თუმცა მუდმივად ჰქონდა ამბიცია, რომ  ქართული არბიტრაჟი რეგიონში მოწინავე პოზიციაზე ყოფილიყო. 

,,ჰაბად გახდომის პრეტენზია რეალურად არსებობს  და წამოვიდა იქიდან, როცა სასამარლოების რეფორმის საკითხი განიხილებოდა.  ჯერ კიდევ საკაშვილის პერიოდშიც კეთდებოდა განცხადება, რომ უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩამოეყვანათ და  განეხილათ ბიზნეს დავები, მაგრამ მაშინ ეს იდეა ვერ განხორციელდა.  შემდეგ როცა ,,ოცნების" ხელისუფლება მოვიდა,  დაიწყო მსჯელობა, როგორ მოეწყობოდა სასამართლოები, ბიზნესდავები კუთხით სპეციალური პანელიც გაიხსნა, მაგრამ ამან ვერ შეუწყო ხელი ჰაბად ჩამოყალიბებას რეგიონში. ყველაზე მთავარია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ტიპის ურთიერთობებს და მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ვერ იქნება არბიტრაჟის მომწყობი, რადგან ეს კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, ბიზნესის მარეგულირებელი ნაწილია", - აღნიშნავს არბიტრი.

ჩარგეიშვილის თქმით, სავაჭრო-სამრეწველო პალატრა არის ერთ-ერთი იმ ორგანოთაგანი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომ უზრუნველყოს და ხიდი ფუნქცია იტვირთოს ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფოს შორის საკომუნიკაციო საკითხებში. 

,,ბუნებრივია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს სჭირდება გადაწყვეტილებები და თუ ეს ინსტიტუტი ამუშავდება, შესაბამისად, უკვე შევძლებთ, რომ რეგიონი მოვიზიდოთ. ამ ტიპის წარმოსახვებმა და ჩანაწერებმა, რომელიც არ იქნა რეალიზებული, დაგვაყენა იმ ამბიციის წინაშე, როცა ამოქმედდება საარბიტრაჟო ინსტიტუტი ბიზნესდავებისთვის, შევძლებთ, მოვიზიდოთ სხვა ქვეყნების დავები - ყაზახეთის, თურქეთის და სხვა. თუმცა ეს არის მხოლოდ ამბიცია, დღევანდელი გადასახედიდან, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რამდენად შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, ძნელად სავარაუდოა", - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, საარბიტრაჟო ცენტრი უკვე მე-6 წელია საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო დღეებს მართავს და რამდენიმე დღიანი კონფერენცია, რეგიონის მასშტაბით ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ამ სფეროში. უწყებაში თვლიან, რომ შესაძლებელია საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ლიდერად დავების გადაწყვეტის მექანიზმებში და იტვირთოს ერთგვარი რეგიონული ჰაბის ფუნქცია. 

ცნობისთვის, საქართველოში არბიტრაჟის შესახებ კანონის მიღებიდან 10 წელი გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system