თავში

რა უშლის ხელს სასათბურე მეურნეობების განვითარებას

რა უშლის ხელს სასათბურე მეურნეობების განვითარებას
რა უშლის ხელს სასათბურე მეურნეობების განვითარებას

ტექნოლოგიურიჩამორცენა, კადრების დეფიციტი და მაღალი ხარჯი - სამი ძირითადი მიზეზია, რაც საქართველოში სასათბურე მეურნეობის განვითარებას ხელს უშლის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს, ასევე ფერმერების მხრიდან ინტერესი მატულობს, დარგი განვითარებას მაინც ვერ ახერხებს. სპეციალისტების განცხადებით, სასათბურე მეურნეობა მოითხოვს დიდ ხარჯს, ხოლო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჭირს, განსაკუთრებით ეპიდემიურ პერიოდში, რადგან კომერციულ ბანკებში ბიზნეს-სეხების გაცემა შეზღუდულია.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე report.ge-თან ამბობს, რომ ფინანსების სიმცირის გამო ფერმერებს არა თუ ახალი პროექტების დაწყება, ძველი სასათბურე მეურნეობის შენარჩუნებაც უჭირთ. 

,,სათბურები აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებით იქმნება მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა და განათება. მხოლოდ ასე შეიძლება მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი. საქართველოში არსებული სასათბურე მეურნეობები თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება, მაღალი დონისაა, მაგრამ არასაკმარისია. სათბურებით განებივრებული არ ვართ, ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი თვითღირებულებაა, მარტო გათბობა მთელ ბიუჯეტში დაახლოებით 70%-ს იკავებს. იმისთვის, რომ ეს ხარჯი შემცირდეს, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ცხელი წყლის ფაქტორი გეიზერების სახით, რის შესაძლებლობაც არის საქართველოში, მაგრამ პრობლემა კადრების დეფიციტია. ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავდა, ბევრი სასათბურე კომპლექსი იყო, მათ შორის საოჯახო მეურნეობებშიც. მდიდარი ტრადიცია გვაქვს და დარგის განვითარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - ამბობს კობალაძე report.ge-თან.

მისი თქმით, საქართველოსა და ნებისმიერ ქვეყანაში საადრეო ბოსტნეული მოთხოვნად პროდუქციაა. თუმცა მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ორგანული პროდუქციის წარმოებას. ამისთვის, როგორც კობალაძე აღნიშნავს, სასურველია წვეთოვანი მორწყვის სისტემის მოწყობა, რითაც შეიძლება ხარისხიანი მოსავლის მიღება.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო.

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფოს, დღემდე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ანალოგიური მასშტაბის პროექტი არ განუხორციელებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system