თავში

რა ვერ გაითვალისწინა ,,ტყის კოდექსმა"

რა ვერ გაითვალისწინა ,,ტყის კოდექსმა"
რა ვერ გაითვალისწინა ,,ტყის კოდექსმა

10-ბალიანი შეფასებიდან 6 - ასე აფასებს ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი საქართველოს ,,ტყის კოდექსს" და გამოთქვამს სინანულს, რომ მან 10-ბალიანი შეფასება ვერ დაიმსახურა. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, კანონპროექტში ტყის მართვასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხი, რაზეც ,,მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნები ჰქონდა გამოთქმული, არ გაითვალისწინეს, თუმცა საკომიტეტო განხილვების დროს მათი გამოსწორება შესაძლებელი იყო.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, ბიომრავალფეროვნების დაცვას ეხება, რა მხრივაც ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა კოლხეთის დაბლობზეა. ირაკლი მაჭარაშვილის ინფორმაციით, თავისი უნიკალურობისა მიუხედავად, საბჭოთა მეტყევეობის ტრადიციების მიხედვით, კოლხეთის დაბლობის ტყეები განიხილებიან ბარის ტყეებად, სადაც დაშვებულია პირწმინდა ჭრები. ასეთი მიდგომის გამო, დღემდე პირწმინდა ჭრები ტარდება კოლხეთის ეროვნულ პარკშიც კი.

,,კოლხეთის დაბლობი წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების რეფუგიუმს, სადაც შემორჩენილია ბოლო გამყინვარებას გადარჩენილი რელიქტები. საბჭოთა პერიოდში დაშვებული პირწმინდა ჭრების შედეგად ეს უნიკალური ეკოსისტემა ძალზე გაღარიბდა და დაიწყო მურყნარით ჩანაცვლება. თუმცა, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ეკოლოგიურ მნიშვნელობას. კოლხეთის ტყეები შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების წინასწარ ნუსხაში, როგორც გამორჩეული უნივერსალური ფასეულობების მქონე ეკოსისტემები. სულ ახლახან UNESCO-ში წარდგენილი იქნაწინადადება ამ ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჩართვის მიზნით. სამწუხაროა, რომ კანონპროექტის მომზადებისას, არ მოხდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კვლევებსა და სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა და ყოველგვარი ახსნის გარეშე, იგნორირებული იქნა კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნებიც. დღესაც ვხედავთ, რომ ტყის კოდექსის შემუშავებისას პრიორიტეტი საბჭოთა მეტყევეების „ტრადიციულ“ მეთოდებს ენიჭება და საერთოდ არ განიხილება ბოტანიკოსებისა და ეკოლოგების თვალსაზრისი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system