თავში

რა ვიყიდეთ და გავყიდეთ რუსეთში

რა ვიყიდეთ და გავყიდეთ რუსეთში
რა ვიყიდეთ და გავყიდეთ რუსეთში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო-რუსეთის ვაჭრობის მონაცემში მცირე ცვლილებაა. 

ფულად გამოსახულებაში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა. წელს ჯამში რუსეთში საქართველოდან 125 602.0 მილიონი დოლარის პროდუქცია დაექსპორტდა, მაშინ როცა 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ ჩრდილო მეზობელთან 177 606.0 მილიონი დოლარის ღირებულების ნაწარმი გაიტანა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ხუთი უმსხვილესი პროდუქტიდან ესპორტის კლება ფიქსირდება 4 ჯგუფში. მცირედითაა გაზრდილი სპირტიანი სასმელების ექსპორტი. შემცირებულია რუსეთში ქართული წარმოების ყურძნის ნატურალური ღვინოების, ფეროშენადნობების, მინერალური და მტკნარი წყლების, ასევე მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი.

ფულად გამოსახულებაში, რუსეთში ექსპორტისგან განსხვავებით, გაზრდილია რუსეთის იმპორტი საქართველოში. შარშან პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 169 353.9 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო წელს დროის იმავე მონაკვეტში შემოვიდა 270 125.3 ათასი დოლარის რუსული იმპორტი.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ხუთი უმსხვილესი პროდუქტიდან 4-ის შემთხვევაში იმპორტის ზრდა ფიქსირდება, ხოლო მცირედი კლებაა რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტში.

გაორმაგებულია რუსეთიდან საქართველოში ნავთობის აირების იმპორტი, 97 517.9 ტონიდან 125 031.9 ტონამდეა გაზრდილი რუსული ხორბლის იმპორტი. გაზრდილია მზესუმზირის ზეთისა და ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის მაჩვენებელიც.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რუსეთ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის დეტალური მონაცემები იხილეთ ცხრილში:

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (469.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (395.7 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (367.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system