თავში

რა ზრდის კორუფციის რისკს აგროპროექტების განხორციელებისას

რა ზრდის კორუფციის რისკს აგროპროექტების განხორციელებისას
რა ზრდის კორუფციის რისკს აგროპროექტების განხორციელებისას

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე report.ge-ს საშუალებით ეხმაურება ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"  კვლევას, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კორუფციული რისკის შემცველია. კობალაძის ინფორმაციით, აგრარულ სექტორში უამრავი შემთხვევაა, როცა დახარჯული თანხა შედეგს ვერ იძლევა, რაც ასევე კორუფციის რისკის მატარებელია და ამიტომ ნებისმიერი პროექტის განხორციელება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მკაცრ კონტროლს საჭიროებს. 

,,განხორციელებული პროექტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დავინახეთ, რომ ბევრად მეტი დაიხარჯა, ვიდრე მიღებული მოსავალი და შედეგია. ამის ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ აგროპროექტების შედეგი ხშირად უარყოფითია. წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში მილიარდებია დახარჯული და ძირითადად კლების ტენდენციებია, ერთადერთი  გამონაკლისია ცხოველთა დაცემაში, მაგრამ რეალურად აქაც უარყოფითი შედეგი გვაქვს. ამდენად, საშიშროებაა, რომ არასახარბიელო ტენდენციებთან გვქონდეს საქმე და სექტორის  განვითარება კვლავ შეფერხდეს", - აცხადებს კობალაძე და დასძენს, რომ წარუმატებელი პროექტების საილუსტრაციო მაგალითია დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების გაშენება და რამდენიმე სხვა საერთაშორისო პროექტი.

,,დედოფლისწყაროში ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა, მაგრამ საშინელი შედეგი  მიიღეს. სინამდვილეში მიზეზი იყო ის, რომ გაუდაბნოების ზონაში ქარსაფარი ზოლების გაშენებისთვის იგივე მეთოდი იქნა გამოყენებული, რაც ყვარელში. ხეებმა იქ  გაიხარა გაიხარეს იმიტომ, რომ ტენიანი ნიადაგია, ხოლო  იმავე მიდგომამ ვერ გაამართლა დედოფლისწყაროში, სადაც გაუდაბნოების საშინელი რისკია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხნული ფართობების რაოდენობა 60 000 ჰა-მდე არის შემცირებული, სამწუხაროდ, არავის არ გაუნალიზებია ეს პროექტები, რატომ არ იქნა გამართლებული, ამაზე არც კი ყოფილა მსჯელობა. ცხადია, თავისთავად კორუფციაა, როცა დახარჯული თანხა შედეგს არ იძლევა. ასეთივე წარუმატებელი აღმოჩნდა ჰიბრიდული სიმინდის პროექტი, რომელმაც საერთოდ ვერ გაამართლა. ასევე იყო ამერიკული პროექტი მეთესლეობაში, არასწორად იქნა დაგეგმილი და იმდენად წამგებიანი აღმოჩნდა, რომ საქართველოდან გაიწვიეს პროექტის ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას სოფლის მეურნეობის წინსვლის საოცარი სურვილი აქვს, პროექტების განხორციელება რეალურად მინუსებშია გადავარდნილი. როგორც საერთაშორისო პროექტების, ასევე სამთავრობო პროგრამების ხელმძღვანელობაში არაპროფესიონალებია და კრახს ძირითადად ეს განაპირობებს. ასეთ შემთხვევაში შედეგი არ არის ან გაწეული ხარჯის არაადეკვატურია", - აცხადებს კობა კობალაძე.

,,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system