თავში

რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა საქართველოს

რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა საქართველოს
რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა საქართველოს

"ჩვენი პოლიტიკა გასული წლების განმავლობაში, იყო თანმიმდევრული და ჩვენ თვისობრივად გავზარდეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი ჩვენს ქვეყნაში" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო მსოფლიოს ეკონომიკის ახლებურად გადანაწილება საქართველოს თავის სასარგებელოდ შეუძლია გამოიყენოს.

კობახიძე განმარტავს, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელიც ამ ქვეყანაში "ქართული ოცნების" მონაპოვარია, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკაზე და ყველა სხვა სფეროზე.

"ამის გამოძახილია ის დადებითი პროგნოზიც, რომელიც გაკეთდა მომავალ წელთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გასული წლების განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა რეგიონში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ამ თანმიმდევრული პოლიტიკით, ბუნებრივია ჩვენ ნაკლებად მოწყვლადი ვხდებით, თუნდაც ასეთი მძიმე პროცესების მიმართ, რაც დაკავშირებულია ამ შემთხვევაში პანდემიის გავრცელებასთან," - ამბობს კობახიძე და განმარტავს, რომ მთავრობა მაქსიმუმზეა ორიენტირებული და სამუშაო კიდევ ბევრია. 

"ჩვენ საბოლოო ჯამში ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ სოციალური პრობლემები არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს. ახალი შესაძლებლობებიც ბუნებრივია ჩნდება. გარკვეული ეკონომიკური გადანაწილება იქნება მსოფლიოს მაშტაბით. როგორ სურათს მივიღებთ საბოლოო ჯამში, ეს ჯერ რთული სათქმელია. საქართველოს, როგორც სტრატეგიული ლოკაციის მქონე ქვეყანას, უჩნდება ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სხვადასხვა სახელმწიფოებთან იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენი სტრატეგიული პოზიციები, ჩვენი ძალიან კარგი მაჩვენებლები, იგივე „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში და ა.შ. მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი იმ გადანაწილებით, რაც შეიძლება მსოფლიოში მოხდეს ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system