თავში

რაჭაში 1400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

რაჭაში 1400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
რაჭაში 1400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს 14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 1 400 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.

სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

უწყების ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელიან.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

რაც შეეხება კახეთს,რთველი დასკვნით ეტაპზეა. ღვინის ეროვნული სააგენტოს 13 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system