თავში

რაჭაში "სიკეთის თვეები" იწყება

რაჭაში "სიკეთის თვეები" იწყება
რაჭაში სიკეთის თვეები იწყება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით რაჭაში „სიკეთის თვეები" იწყება. აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან report.ge-ს აცნობეს, იმისთვის, რომ აქცია უფრო მასშტაბური და შედეგიანი იყოს, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს, მაღაზიებს, აფთიაქებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ წინასაახალწლო პერიოდი გაულამაზონ ყველაზე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს, მარტოხელა ხანდაზმულებს, ბავშვებს.

მაღაზიებსა და აფთიაქებს შეუძლიათ, გამოყონ ადგილები, სადაც მსურველი მოქალაქეები შეძლებენ, მოათავსონ ის ერთით მეტი პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც სხვისთვის შეიძინეს;

კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, თავად გაამზადონ რამდენიმე სასაჩუქრე პაკეტი (თუნდაც ერთი) და გაუგზავნონ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system