თავში

რაჭული ლორის დამზადების ტრადიცია აღადგინეს

რაჭული ლორის დამზადების ტრადიცია აღადგინეს
რაჭული ლორის დამზადების ტრადიცია აღადგინეს

რაჭა ლორის დამზადების მივიწყებულ ტრადიციას აცოცხლებს.  ტრადიციული მეთოდისა და ახალი ტექნოლოგიების შერწყმით დამზადებულ რაჭულ ლორს ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს. პროდუქტი გადის ევროპულ ბაზრებზეც. საწარმო ,,რაჭული ლორი" წელიწადში 25 ტონაზე მეტ ღორის ხორცს გადაამუშავებს. 2018 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიაში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი როსტომ კობახიძე ამბობს, პროდუქციას ადგილობრივი ნედლეულით ამზადებენ. ღორის ხორცს მოსახლებისგან იბარებენ, კერძოდ რაჭიდან და ზემო იმერეთიდან. მისივე თქმით, მთავრი მოთხოვნა, რასაც გლეხებს უყენებენ, არის ის, რომ ღორი გაშვებული უნდა იზრდებოდეს. კომპანია წელიწადში 10 ტონა ლორს აწარმოებს, რაც 25 ტონა ხორცის გადამუშავებით მიიღება.

,,ლორის დამზადების ტექნოლოგია გლეხების დახმარებით შევიმუშავეთ. ეს არის მამა-პაპური ტრადიციული ტექნოლოგია, რომელიც წარმოებაში გადავიტანეთ. შებოლვის მეთოდია ცოტა განსხვავებული, ჩვენი ბოლი იფილტრება და ხორცი შებოლვისას არ შავდება, როგორც ეს ოჯახურ მეურნეობაში დამზადებისას ხდება, დანარჩენი ყველაფერი ანალოგიურია", - ამბობს მეწარმე.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „რაჭული ლორი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით- „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system