თავში

"რაიანეარი" თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

"რაიანეარი" თბილისისა და
რაიანეარი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ (Ryanair) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system