თავში

რამ და ვინ შეიყვანა საქართველოს ეკონომიკა ჩიხში და სად არის გამოსავალი

რამ და ვინ შეიყვანა საქართველოს ეკონომიკა ჩიხში და სად არის გამოსავალი
რამ და ვინ შეიყვანა საქართველოს ეკონომიკა ჩიხში და სად არის გამოსავალი

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, რომლებიც წლების განმავლობასი ბრმად და ზოგ შემთხვევებშიც გადაჭარბებით ასრულებდნენ მსფ ( მსოფლიო სავალუტო ფონდის) მიითებებებსა თუ რეკომენდაციებს ქვეყნის ეკონომიკა შეიყვანეს ჩიხში, მთელი ეკონომიკა ჩამოკიდეს ტურიზმსა და ემიგრანტების შრომას. დღეს ქართულ ეკონომიკას, რომელსაც ინვესტიციების გარეშე სიცოცხლე და განვითარება არ შეუძლია, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. ინვესტიციები ლარებში აკრძალულია იმავე მსფ ის რეკომენდაციებით( გარდა მთავრობის მხრიდან ცალკეული ღონისძიებების ან პროექტების ფარგლებში,რომელც შეზღუდეულია),თუმცა ამ მხრივაც ვნახეთ როგორ იმუშავა თუნდაც„საპარტნიერო ფონდმა“, - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი, ნიკა შენგელია, რომელიც report.ge-ს უხსნის, რომ „ ბრატონ ვუდსის სისტმის“ მიხედვით, მსოფლიოში ინვესტიციის რესურსი უნდა იყოს დოლარი. დოლარის ინვესტიციის რესურს ესაჭიროება დოლარითვე გასტუმრება. 

"თუ მაგალითად რუსეთში დოლარის შემოდინების წყარო არის ნავთობი, ჩვენთან ამას აკეთბდა ტურისტული სექტორი და ქვეყნიდან გადახვეწილი ემიგრანტების შრომა," - გვიხსნის შენგელია და თვლის, რომ ახლა ერთი გამოსავალი რჩება ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკურ გუნდს იმისათვის ,რომ დადონ ეკონომიკის (ზრდის ტემპების)ნაკლებად მტკივნეულად შემცირების სურათი, ესაა ეროვნული ვალუტის დევალვაცია. მაგრამ შენგელიას აზრით, მთავრობას ავიწყდება, რომ ვალუტის დევალვაცია მაშინ გაამართლებს , როდესაც ქვეყანაში გვაქვს დაუტვირთავი სიმძლავრეები, რომელის ამოქოქვით და სრულ სიმძლავრეზე გასვლით შეძლებ იმპორტშემცვლელი პროდუქციის სერიოზული ნაწილის ჩანაცვლებას და ექსპორტის წახალისებასაც. 

"ჩნდება კითხვები : გვაქვს კი ჩვენ ასეთი სიმძლავრეები? ან შეგვიძლია მოვიზიდოთ ისეთი ინვესტიციები რომელიც იმპორტშემცვლელ ეკონომიკას ამოქოქავს? ხოლო რაც შეეხება ვალუტის დევალვაციას, მას აქვს ერთადერთი ეფექტი და ესაა მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა. საქართველოშიც და სხვა განვითარებად ქვეყნებში ფულად საკრედიტო პოლიტიკაში შექმნილი სიტუაცია ასეათია :აწევენ საპროცენტო განაკვეთს იქნება ცუდი, დაწევენ საპროცენტო განაკვეთს მაინც იქნება ცუდად საქმე. ორივე შემთხვევაში დაზარალებულია უბრალო ხალხი,მოსახლეობა," - ამბობს შენგელია და სიტუაციიდან გამოსავლად ერთადერთს მიიჩნევს: კაპიტალის ქვეყნიდან გადინების შეჩერებას. ექსპერტის აზრით, გამოსავალია ასევე თუ სარეზერვო ფონდში მოიმატებს ოქროს მარაგი.

"კაპიტალის გადინებაზე უნდა დაწესდეს კონტროლი. საჭიროა პროტექციონისტური ღონისძიებების გატარებაზე ფიქრიც. როდესაც ქვეყანაში შემოდის ცხელი ფული(ანუ მაღალპროცენტიანი ფულს ვგულისხმობ)და ეს შენიღბულია როგორც ინვესტიცია, რეალურად გვაქვს საქმე ფინანსურ მძარცველებთან.ამას დღეს ბანკირებიუწოდებენ სალდოს ფინანსური ოპერაციებიდან. ესეც კაიტალის გადინების ერთერთი სახეა, ეს ფული შემოსულია არა იმისათვის, რომ გრძელვადიანი სახით ჩაიდოს რეალურ ეკონომიკაში(შეიქმნას კაპიტალი,საწარმოები და სხვა)არამედ მალევედაიბრუნონუკან გაცილებით დიდი ამონაგებით, ამას დღეს უწოდებენ საინვესტიციო შემოსავლებს. არადა საინვესტიციო შემოსავლები საგადამხდელო ბალანსის პირველგანყოფილებაშია რომელსაც ქვია მიმდინარე ოპერაციები.

ხანდახან კაპიტალის გატანა ინათლება როგორც გასული ინვესტიციები და ქრება შემდეგ მეთვალყურეობის ზონიდან. წესით ეროვნული ბანკი უნდა იყოს მთავრობის დაქვემდებარებაში.დადგა დრომოხდეს ცენრალური ბანკის შემობრუნება ქვეყნის ეკონომიკასთვის.

როდესაც რეზერვებში დევს ოქრო ეს უკვე სხვა შემთხვევაა,ამით შენი ქვეყნის ვალუტა შეგიძლია გაამყარო იმ მარაგის ღირებულებით რაც გიდევს. როდესაც აცხადებქვეყნის ვალუტაზე ,რომ უნდა გაუშვა ის თავისუფალ ცურვაშითანაცპასუხისმგებლობას იხსნი როგორც ცენტრალური ბანკი მასზე -ეს უკვე არის ქვეყნის ეკონომიკის ბედის ანაბარა გაშვება.ამის შემდეგგაა ის მოვლენები როცა საკუთარი ვალურა კარგავს მყიდველობით უნარს და უკვე საქმეში ერთვება ინფლაციაან დეფლაცია," - გვეუბნება შენგელია და დასძენს, რომ ცენტრალური ბანკი დღეს არის იმ პოზიციაში, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში. მისი აზრით, ის არექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს.

"კანონმდებლობით ფულის ემისიის უფლება აქვს მხოლოდ ერობნულ ბანკს,შეხედეთ ფულის აგრეგატებს M0 ფული არის ის, რაც ბრუნვაში გამოუშვა ეროვნულმა ბანკმა ნაღდიფული,M2 კი არის საბანკო სისტემაში სულ ნაღდი და უნაღდო ფულია,რამდენია განსხვავება ანუ დელტა? ეს განსხვავება შექმნა კომერციულმა ბანკებმა. მოზიდული ან დეპოზიტებზე არსებული ფულადი რესურსების სესხების გაცემით. ის თანხა რაც რეზერვების სახით არის, სამწუხაროდ, არ ხმარდება იმპორტშემცვლელი ეკონომიკის შექმნასა და განვითარებას არამედ დევს და ინახება გაუთველისწინებელი შემთხვევებისათვის," - შენიშნავს ექსპერტი და ამბობს, რომ პრემიერი გახარია ჯერჯერობით კარგად უძღვება სიძნელეებს და დამაიმედებელი ინიციატივებიც გააჟღერა, ამიტომაც შენგელია იმედოვნებს, რომ საქართველო შიმშილის რისკის წინაშე არ დადგება. ექსპერტის თქმით, იმპორტშემცვლელი პროდუქტების წამოება არის გამოსავალი, თუმცა ამისათვის, შენგელიას აზრით, გარკვეული საკადრო ცვლილებებია საჭირო რამდენიმე სამინისტროში.

"მცირედი ინვესტიციებიც შეიძლება გამოიძებნოს იგივე ლარის ემისიის საშუალებით.დღესისათვოს შეიძლება ითქვას ,რომ მსოფლიო სერიოზული ცვლილებების ზღურბლზე დგას.პოლიტელიტები ვერ აცნობიერებენ ან არ უნდათ გაამხილონ შექმნილი კრიზისული სიტუაციის სიღრმე და მასშტაბები," - ამბობს ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system