თავში

რამ გააუარესა საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

რამ გააუარესა საქართველოს საგადასახდელო ბალანსი
რამ გააუარესა საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

"საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში რუსეთიდან ფრენების აკრძალვის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესში იყო, როდესაც ახალი გამოწვევა წამოიჭრა. 2019 წლის ზაფხულის შოკმა და შემდგომ 2020 წლის პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოს საგადასახდელო ბალანსი," - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს მზარდმა დამოკიდებულებამ საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ ნაკადებზე პანდემიის პირობებში ფინანსური სტაბილურობის რისკები წარმოშვა. 

"ისტორიულად, აღნიშნული ნაკადების ძირითად წყაროს საქონლის ექსპორტი წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლებში შემოდინებებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ტურიზმიდან შემოსავლების წილი. გაზრდილი სავაჭრო და ფინანსური ნაკადები დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ასევე, განაპირობებს მზარდ დამოკიდებულებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე. წარსულში შემოდინებების შეფერხებებმა, რომლებსაც თან ახლდა შიდა დისბალანსი, აჩვენა, რომ მსგავს ეპიზოდებს მშპ-ის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. პანდემიით გამოწვეულმა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიამ აღნიშნული რისკების რეალიზება კიდევ ერთხელ მოახდინა. კერძოდ, რეგიონსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა საგადასახდელო ბალანსის შემოდინებები. ეს კი, ადგილობრივი ეკონომიკური შენელების ფონზე, უარყოფით გავლენას ახდენს მშპ-ის ზრდაზე და ფინანსური სტაბილურობის რისკებს წარმოქმნის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

შეგახსენებთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 337.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 97.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 3.9 პროცენტიდან -9.4 პროცენტამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system