თავში

რამ გამოიწვია საინვესტიციო პოზიციის გაუარესება

რამ გამოიწვია საინვესტიციო პოზიციის გაუარესება
რამ გამოიწვია საინვესტიციო პოზიციის გაუარესება

მკაცრი რეგულაციები, სასამართლო სტრუქტურების გაუმართავი სასამართლო სისტემა და მაღალი გადასახადები - ეს რამდენიმე ფაქტორია, რაც ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, ქვეყანას საინვესტიციო მიზმიდველობას უკარგავს. მისი თქმით, მთავრობას შეეძლო, რომ ეპიდემია სასიკეთოდაც კი გამოეყენებინა და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე ეზრუნა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი და საქართველომრას უკა ამ მხრივ პოზიციები დათმო.

,,საინვესტიციო პოტენციალზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან ცოტა ფაქტორია, რაც ინვესტორების განწყობაზე აისახება. როცა ბიზნესმენი აპირებს, რომ კაპიტალი უნდა ჩადოს, ამისთვის მთავარი პირობაა გამართული სასამართლო სტრუქტურა, რითაც ნამდვილად ვერ მოვიწონებთ თავს, შესაბამისად, ეს ერთ-ერთი დაბრკოლებაა. მნიშვნელოვანია ასევე მმართველობის ფორმა, ინვესტორი როცა მოდის, არაფორმალურ გარანტიებს იღებს და დავების მართვა უჭირს. მნიშვნელოვანია ასევე გადასახადების დონე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდებოდა, ამის ნათელი მაგალითია აქციზის გადასახადი. უამრავი დასახელების საქონელზე, ზოგ შემთხვევაშია, გაორმაგებულია.  რეგულაციების წნეხიც დიდია - საფინანსო, სამშენებლო და სხვა ტიპის რეგულაციები, რაც მკვეთრად გამკაცრებულია. ანაკლიის პორტთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამაც ნეგატიური როლი ითამაშა.ყველაფერი ეს უბიძგებს ბევრ ინვესტორს, რომ საქართველოზე არჩევანი არ გააკეთოს. მით უმეტეს, პანდემიამ უამრავი პრობლემა მოიტანა, რაც ობიექტრი მიზეზია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი უარესდება. შეგვეძლო, ეს ფაქტორიც სათავისოდ გაგვეხადა და რეგულაციები შერბილებულიყო, მაგრამ მთავრობა რატომღაც ასეთ დათმობაზე არ წამოვიდა", - აცხადებს ხორგუაშვილი report.ge-თან. 

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.5 მლრდ აშშ დოლარი (-71.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system