თავში

რამ განაპირობა ბანკების მოგების მასშტაბური კლება

რამ განაპირობა ბანკების მოგების მასშტაბური კლება
რამ განაპირობა ბანკების მოგების მასშტაბური კლება

საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ ბანკების ეკონომიკაში დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, რის მანიშნებელიც მათი მოგების 10-ჯერადი კლებაა.ამის შესახებ მან ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული, კომერციული ბანკების მოგების ამსახველი მონაცემების შეფასებისას განაცხადა. როგორც ექსპერტმა report.ge-თან აღნიშნა, მოგების  მცირე ზრდის მიუხედავად, საბანკო სექტორი რეალურად მძიმე მდგომარეობაშია და ერთ-ერთი დარგია ეკონომიკაში, რომელიც covid-19-ის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა.

,,ბანკების საქმიანობას ჩვეულებრივ საწარმოო პროცესს ვერ გავუტოლებთ. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოება შეიძლება შემცირდეს, მოგება ვერ მიიღოს, საერთოდ გააჩეროს საქმიანობა, მაგრამ ბანკმა თუ მოგება ვერ მიიღო, ფულის ღირებულება ვერ შეინარჩუნა, იწყებს გაკოტრებას. ეს პრობლემა ჯაჭვური რეაქციით გადადის სხვა დარგებზეც და მთელი ეკონომიკა ინგრევა. ბანკი იმისთვის არის, მოგება და შემოსავლები მიიღოს, ჯანსაღი პროცესია, ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორი ასრულებს იმ როლს, რომელიც ეკონომიკაში აკისრია. ის, რომ ბანკების მოგება 10-ჯერ შემცირებულია, ძალიან ცუდი მდგომარეობის მანიშნებელია. ის მცირე მოგებას, რაც სექტორმა აჩვენა, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთების ზრდით უნდა იყოს გამოწვეული. ბიზნესს უჭირს, კრედიტების გაცემა და უკან დაბრუნებაც ფერხდება, რაც მოგების კლებას განაპირობებს. მთავარია, ბანკებმა სტაბილურობა შეინარჩუნონ, მათი ჯანსაღი მართვის ხარჯზე. მოგება, არ უნდა მივიღოთ, როგორც ხალხის გატყავებისკენ ან მევახშეობის ხარჯზე მიღებული შემოსვლები, ასე არ არის. ფულს აქვს ღირებულება დროში, განიცდის ცვლილებას და ეს პროცესი უნდა გადალახოს, რომ ფულს ღირებულება არ შეუმცირდეს, ეს არ გულისხმობს კურსს, თუ ბანკმა სესხი გასცა და უკან ვერ დაიბრუნა, შემდგომ პერიოდში მას ექნება მცირე რესურსი და ვერ შეძლება ეკონომიკის დაკრედიტებას, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის", - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში კომერციული ბანკების ჯამურმა წმინდა მოგებამ 99.262 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში.

მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში კომერციული ბანკიების მოგება დაახლოებით 10-ჯერაა შემცირებული. 2019 წელს, პანდემიამდე წელს ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system