თავში

რამ განაპირობა რუსეთთან სავაჭრო კავშირის გააქტიურება

რამ განაპირობა რუსეთთან სავაჭრო კავშირის გააქტიურება
რამ განაპირობა რუსეთთან სავაჭრო კავშირის გააქტიურება

2020 წლის საგარეო ვაჭრობის დინამიკამ აჩვენა, რომ საქართველო-რუსეთს შორის საგარეო ვაჭრობა ახალ ძალებს იკრებს და თურქეთის შემდეგ, ყველაზე მზარდი ტრენდით გამოიჩევა. აკადემოკოსი ავთო სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ ექსპორტ-იმპორტის გააქტიურება ნეგატიური მოლოდინით იყოს განპირობებული, განსაკუთრებით, ხორბლის იმპორტის შემთხვევაში, რომელსაც საგარეო ვაჭრობაში ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტს, როგორც მოსალოდნელია, პირველი ღვინო და ღვინო-მასალებია, რომელიც დიდწილად სეზონურობით ხასიათდება და ადგილი აქვს ტრადიციულად წლის ბოლოს, სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით. 

,,რუსეთიდან იმპორტში, ხორბლის მარაგებია განსაკუთრებით გაზრდილი, ბიზნესი ცდილობს, რომ არ გაუარესდეს უფრო მეტად მდგომარეობა და მაქსიმალურად ზრდიან მარაგებს. იგივე დამოკიდებულებაა ექსპორტზეც, განსაკუთრებით, ღვინოსთან დაკავშირებით, რასაც ხელს უწყობს სეზონური ფაქტორიც  - გვიანი შემოდგომიდან წლის ბოლომდე ექსპორტი ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია. ყველა უფრთხილდება, რომ კიდევ უფრო არ დაიძაბოს ურთიერთობები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ს არჩევნები დემოკრატების გამარჯვებით დასრულდა. ამერიკის ახალი ხელისუფლება უფრო მეტად და ხშირად  ჩაერევა საერთაშორისო საკითხებში, მათ შორის  საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებშიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გარკვეული არასტაბილურობის განცდაც შეინიშნება. რაც შეეხება წმინდა ეკონომიკურ საკითხს, მართალია, ესპორტის თვალსაზრისით ზრდაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სახის დადებით დინამიკას, რომ ტენდენცია გაგრძელდება და 2021 წლის ზაფხულამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საგარეო ვაჭრობა. ეპიდემია ამ მხრივ სერიოზულ გამოწვევად რჩება", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებაც პუნქტობრივად მოხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსთან ვაჭრობის მაჩვენებლით მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს.

2020 წელს საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 1 328.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. შარშან საქართველომ რუსეთიდან უფრო მეტი პროდუქცია შემოიტანა იმპორტზე, ვიდრე თავად გაყიდა რუსეთში ექსპორტზე. ანუ რუსეთთან ვაჭრობაში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო უფიქსირდება. რუსეთში ექსპორტი 441 075.6 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო რუსული იმპორტი საქართველოში 887 167.5 ათას დოლარს უტოლდება.

რუსეთში შარშან ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო აღმოჩნდა. გასულ წელს საქართველომ რუსეთის ბაზარზე 119 524.0 ათასი დოლარის ყურძნის ნატურალური ღვინოები დააექსპორტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system