თავში

რამაზ გერლიანი: მთავრობა რეალობას ვერ აღიქვამს

რამაზ გერლიანი: მთავრობა რეალობას ვერ აღიქვამს
რამაზ გერლიანი: მთავრობა რეალობას ვერ აღიქვამს

ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს. ექსპერტი მთავრობის ეკონომიკურ მიდგომებს და კურსს უწუნებს. რამაზ გერლიანმა Report.ge - ს განუცხადა, რომ ერთადერთი რამ, რის გამოც უცხოური ინვესტიციების ასეთი დიდი კლება მოხდეს, არის ეკონომიკური გუნდის გაუმართავი მუშაობა.

"ინვესტიციებს ამცირებს არასწორი პოლიტიკა. ვერ მოხდა ბმა დასრულებყული პროექტებუდან ახალზე. ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ნებისმიერი პროექტი იწყება და მთავრდება. მისი დასასრულისას მას მზად უნდა ჰქონდეს ახალი ად ეს ბმა უნდა იყოს უწყვეტი. ამას მტავრობა საკუთარი მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკით უნდა უზრუნველყოფდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გვექნება სტაგნაცია. მიაქციეთ ყურადღება, საბანკო სექტორში საგანვადებო პროცესის შეფერხებამ, მშენებლობის რეგულირებამ უარყოფითი შედეგი გამოიღო. საბანკო სექტორის სემცირება ადგილობრივ ეკონომიკაში ცუდი არ არის, თუმცა ეს მისი სტაგნაციით კი არ უნდა მოხდეს, არამედ მისი წილი უნდა შემცირდეს სხვა სფეროების ზრდის ხარჯზე," - ამბობს ეკონომიკის დოქტორი, რამაზ გერლიანი

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხელმძღვანელის რეკომენდაცია, როგორ შეიძლება ამ სტაგნაციის დაძლევა და უცხოური ინვესტიციების ნაკადის ჩვენს ეკონომიკაში მიმართვა, არის ის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს კერძო საკუთრების სწრაფი ფორმირება საყოვეთაო პრივატიზაციით.

ნათია თურნავას მოსაზრებას, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერებამ გამოიწვია უცხოური ინვესტიციების შემცირება, გერლიანი არასწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ მინისტრს არ ეკადრებ, ასეთი წრფივი ლოგიკით ახსნას ინვესტიციების სტაგნაცია ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში

"ინვესტიციები შემცირებული ეკონომიკის ყველა სექტყორში, გარდა სოფლის მეურნეობისა და სასტუმრო-სარესტორნო ინდუსტრიისა. ანაკლიის პორტის პროექტი იმ მასშტაბის ინვესტიცია არ გახლდათ რომ ამხელა სტაგნაცია დაეძლია. გარდა ამისა ამ პროექტის სეფერხებაც რომ იყოს რეალური პრობლემა, ხომ არ შეიძლება ერთ პროექტზე "ჩამოვკიდოტ" პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ბედი. ესეთი წრფივი ლოგიკით დამოკიდებულება მეთოდოლოგიური შეცდომაა. ერთ პროექტზე "ჩამოკკიდება" შეცდომაა. საინვესტიციო ნაკადები დივერსიფიცირებული უნდა იყოს და არ უნდა იყოს მიბმული ერთ ან ორ მსხვილ პროექტზე," - განუცხადა Report.ge - ს გერლიანმა.

მისივე განმარტებით ინვესტორებუი საქართველოში ინვესტირებაზე თავს იმიტომაც იკავებენ, რომ გვაქვს არასტაბილური ეროვნული ვალუტა. ექსპერტის თქმით, ლარის კურსის ხშირი ცვალებადობა ინვესტორს თავს დაუცველად აგრძნობინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system