თავში

რამდენ ხანს გასტანს ეკონომიკაში დაკეტვა-მოხსნის რეჟიმი

რამდენ ხანს გასტანს ეკონომიკაში დაკეტვა-მოხსნის რეჟიმი
რამდენ ხანს გასტანს ეკონომიკაში დაკეტვა-მოხსნის რეჟიმი

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ეკონომიკა მოხსნა-დაკეტვის რეჟიმში იქნება იმ დრომდე, ვიდრე covid-19 საბოლოოდ არ დამარცხდება,  სულ მცირე კი, იმ პერიოდამდე მაინც, სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის ახალი შტამი საქართველომდეც მოაღწევს, ზოიძის თქმით, დამატებითი შეზღუდვის აუცილებლობა გაჩნდება.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი report.ge-თან ამბობს, ქვეყანას შეზღუდვების ხანგძლივი ეტაპი ელის და შეიძლება საბოლოოდ კომპანიების უმეტესობისთვის ეს პროცესი სრული გაკოტრებითაც დასრულდეს, რაც უკვე დაწყებულია. 

,,ეკონომიკა მუდმივად შეზღუდვის რეჟიმში მუშაობს, რაც ძალიან მძიმე შედეგის მომტანია. მით უმეტეს, თუ ახალი შტამი შემოვა, ესეც დამატებით შეზღუდვას მოითხოვს. ძალიან რთულია ამის კონტროლი, რასაც გვაჩვენებს ინგლისის მაგალითი, სადაც შტამი სწრაფად გავრცელდა. ყველაფერი უნდა გვქონდეს მხედველობაში და გონივრულად ვმართოთ ეს პროცესი. როგორც იცით, საზღვრები არ იჭერს ვირუსს, ადრე თუ გვიან, სამხრეთაფრიკული თუ ინგლისური ვირუსი, ჩვენამდეც მოაღწევს და ამას შეიძლება დამატებითი შეზღუდვა დასჭირდეს. ამდენი შეზღუდვა ეკონომიკას ჩამოშლის, ამიტომ მიმაჩნია, რომ რეგულაციები უნდა მოიხსნას ფრთხილად, დავიცვათ წესები,  სტანდარტი, პირბადეების ტარების ვალდებულება გაგრძლდეს. თუმცა, უნდა გავთვალოთ ისიც, დღიური ინფიცირების ზრდის რა შემთხვევაში იქნება საჭირო ზომების თავიდან შემოღება. დიდი ალბათობით, შეზღუდვებში ვიქნებით მუდამ, სანამ ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია 70%-ს არ მიაღწევს. ასეთი დონის შეზღუდვებმა კი შეიძლება ვერც იმუშაოას, ამიტომ მიმაჩნია, რომ ვაქცინას გადამრჩენის ფუნქცია აქვს. ჯერჯერობით არც ის ვიცით, როგორი იქნება კორონავირუსის მესამე ტალღა, რა დონეს მიაღწევს, მაგრამ მკაცრი შეზღუდვებისგან თავი შევიკავოთ, რათა საბოლოოდ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ეკონომიკას", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ცნობილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამასთან, საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი, ხოლო სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system