თავში

რამდენ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის უფლება - ფერაძის კომენტარი

რამდენ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის უფლება - ფერაძის კომენტარი
რამდენ ობიექტს შეუჩერდა საქმიანობის უფლება - ფერაძის კომენტარი

2020 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხიება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძის თქმით, რემონიტორინგის შედეგად 192 ობიექტი შემოწმდა და დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს. 

"ეკონომიკური საქმიანობის მონიტრორინგის შედეგად, 2020 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხიება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს. გარდა ამისა, მონიტორინგის მექანიზმი გრძელდება, უკვე შემოწმებულ კომპანიებზე. გუშინ განხორციელდა 192 ობიექტის შემოწმება, რომელთაგან დაგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. გარდა ამისა, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ, ჯამში შემოწმდა 25 121 ობიექტი. სულ დაჯარიმებულია 10 ობიექტი, საქმიანობა ჯამში შეუცერდა 6 152 ობიექტს და  19 000-ზე მეტი გაფრთხილება არის გაცემული. რემონიტორინგის შედეგად, ჯამში 3 010 ობიექტი იქნა შემოწმებული და ისინი სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს", - განაცხადა ბექა ფერაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system