თავში

რამდენ ოჯახს შეეხება კომუნალური გადასახადების შეღავათები

რამდენ ოჯახს შეეხება კომუნალური გადასახადების შეღავათები
რამდენ ოჯახს შეეხება კომუნალური გადასახადების შეღავათები

"როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ.

„ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება - 200 კვტ. სთ-მდე - 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება - 200 მ3-მდე - 650 ათას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ”, - აცხადებს გიორგი გახარია.

კომუნალურ გადასახადებზე შეღავაღების ახალი ტალღა 1 ნოემბრიდან იწყება და მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system