თავში

რამდენად აისახება მარნეულის ჩაკეტვა სამომხმარებლო ბაზარზე

რამდენად აისახება მარნეულის ჩაკეტვა სამომხმარებლო ბაზარზე
რამდენად აისახება მარნეულის ჩაკეტვა სამომხმარებლო ბაზარზე

აგრარული სფეროს ექსპერტ ანზორ მესხიშვილის შეფასებით, მარნეულის ჩაკეტვა სამომხმარებლო ბაზარზე გარკვეული პროდუქტების მცირე გაძვირებას გამოიწვევს. 

მისი ვარაუდით, ადგილობრივი მწვანილი, ხახვი, ნიორი და კარტოფილი გაძვირდება. ეს ის პროდუქტებია, რომლითაც დედაქალაქს დღემდე მარნეული და ბოლნისი გარკვეულწილად ამარაგებდა, თუმცა, როგორც მესხიშვილი ვარაუდობს, სერიოზული გაძვირება არ არის მოსალოდნელი, რადგან ამ პროდუქტების დიდი ნაწილი ძირითადად იმპორტულია, რაც დანაკარგს დააბალანსებს. 

,,აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული მარნეულთან და ბოლნისთან დაკავშირებით. შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურ დონეზე დაიცვან. რაც შეეხება ფასებს, ამ მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა სამომხმარებლო ბაზარზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, მაგრამ საგრძნობი ცვლილება არ იქნება, რადგან ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტულ პროდუქტს უჭირავს. ალბათ, მწვანილი, ხახვი და კარტოფილი გაძვირდება", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მარნეულსა და ბოლნისში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას ხელი შეეწყობა.

შეგახსენებთ, მარნეულის და ბოლნისის მუნციპილატიტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system