თავში

რამდენად დამაკმაყოფილებელია ქართული პორტების გამტარუნარიანობა

რამდენად დამაკმაყოფილებელია ქართული პორტების გამტარუნარიანობა
რამდენად დამაკმაყოფილებელია ქართული პორტების გამტარუნარიანობა

2019 წელს ქართულ პორტებს საკონტეინერო ტვირთბრუნვა 42.7%-ით გაეზარდა.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშივილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, ბათუმისა და ფოთის ფორტების გამტარუნარიანობა არის 650,000 TEU, გამტარუნარიანობის უტილიზაცია კი 99.6%, შესაბამისად, პორტები ვერ შეძლებენ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა 2020 წელს.

"ორივე პორტმა გადაამუშავა 167,795 TEU-თი მეტი ვიდრე 2018 წელს. ორივე პორტმა გაატარა კონტეინერების რეკორდული რაოდენობა. ორივე პორტის გამტარუნარიანობა არის 650,000 TEU. გამტარუნარიანობის უტილიზაცია კი 99.6%, შესაბამისად, ვერ შეძლებენ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა 2020 წელს.მათი  ანაკლიის პორტი უნდა გაშვებულიყო 2020 წელს," - წერს ჩუგოშვილი.

ოფიციალური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებმა 647,812 TEU კონტეინერი გადაამუშავეს.

ფოთის პორტმა გადაამუშავა 531,731 TEU, ზრდა +46.1% იყო, ბათუმის პორტში 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სულ ბათუმში 116,081 TEU კონტეინერი მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system