თავში

რამდენად დაცულია საქართველოს ავიასივრცე

რამდენად დაცულია საქართველოს ავიასივრცე
რამდენად დაცულია საქართველოს ავიასივრცე

მას შემდეგ, ევრკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილია, როგორც საქართველოდან ევროპის მიმართულებით მოგზაურთა მაჩვენებელი, ასევე მზარდია საქართველოში ჩამოსული საერთასორისო ვიზიტორების რაოდენობა. ბოლო დროს ინტენსიურად იზრდება საქართველოში პირდაპირი ფრენების რიცხვი მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქტიურად ხორციელდება ბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოყვანა საქართველოს ავიაბაზარზე. აქედან გამომდინარე, დავინტერესდით, რამდენად დაცულია საქართველოს ავიასივრცე. 

როგორც report,ge-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს,  2013 წლიდან დღემდე, საქართველოს უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლები თითქმის 56%-ით გაუმჯობესდა (32%-დან - 87.64%-მდე).  რაც შეეხება საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობას, მაჩვენებლები ამ მიმართულებით თითქმის 30%-ითაა გაუმჯობესებული (58%-დან - 87.8%-მდე). 

"ბოლო, 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ, ხოლო ევროპაში მეათე ადგილზეა. საავიაციო რეგულაციები და სტანდარტები მუდმივად განახლებადია. ცვლილებები ითვალისწინებს ავიაციის ცვალებად გარემოს და ტექნოლოგიურ მიღწევებს. შესაბამისად, ფრენების და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, არსებული სტანდარტების დახვეწა და გაუმჯობესება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.," - განუცხადეს report.ge-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

report.ge-ს კითხვაზე, ვინ და როგორ ზრუნავს მგზავთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ჰაერში?- სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ჰაერში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს როგორც ავიაკომპანია ისე სააერნასონო მომსახურების საწარმო და მისი ავიამეთვალყურეები. 

"უსაფრთხო ფრენებზე ზრუნვა მიწიდან იწყება და აღნიშნულში ასევე ჩართულნი არიან აეროპორტები, მიწისზედა მომსახურების საწარმოები, საავიაციო უშიშროების პერსონალი და ა.შ. ყველა ავიასაწარმო, რომელიც ჩართულია საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვებში, იქნება ეს ავიაკომპანია, აეროდრომი, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო (საქაერონავიგაცია), საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმო, ავიასაწვავმგამმართველი საწარმო თუ სხვა, ექვემდებარება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებას, მუდმივ ზედამხედველობას და კონტროლს. მეტიც, სერტიფიცირების საგანია თითოეული სპეციალისტი, რომელიც საჰაერო ხომალდს ემსახურება - მფრინავი, ბორტგამყოლი, ავიატექნიკოსი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე. ყველა მათგანი ავიასპეციალისტის მოწმობას იღებს სტანდარტების სრული დაკმაყოფილების შემდეგ. ის თუ როგორ ახორციელებს ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება დარგის ზედამხედველობას, თავის მხრივ მოწმდება გლობალური მარეგულირებელი ორგანოს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ. ICAO-ს პერიოდული აუდიტების შედეგების მიხედვით," - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოში უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო „საქაერონავიგაცია“, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას ეწევა საქართველოს კანონმდებლობის, ICAO-ს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმისა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

report.ge-მ ანალოგიური კითხვებით დღეს „საქაერონავიგაციასაც" მიმართა და ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system