თავში

რამდენად დივერსიფიცირებულია ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში

რამდენად დივერსიფიცირებულია ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში
რამდენად დივერსიფიცირებულია ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში

ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში”  აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს. როგორც ნოღაიდელმა report.ge-ს განუცხადა, ამგვარი კითხვების დასაკმაყოფილებლად კომპანია "ელ გრინი" მონაცემებს რეგულარულად გამოაქვეყნებს, თუ რა ფასად მიაწოდა საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანმა, რა იყო ალტერნატიული წინადადება და სხვა.

აზერბაიჯანიდან დენის იმპორტის პროცესის სიცხადისთვის ზურაბ ნოღაიდელი დეტალურად მიმოიხილავს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან დენის იმპორტს იანვარში. 

"2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 414.1 მლნ კვტ/სთ.  საქართველოში 262.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და დაახლოებით 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ერთი შეხედვით, რუსული იმპორტი სჭარბობს აზერბაიჯანულს, თუმცა  რუსეთიდან იმპორტის ძირითადი ნაწილი 182.4 მლნ კვტ/სთ მოხმარდა აფხაზეთს და სახელმწიფოს ამაში თანხა არ დაუხარჯავს, რადგან რუსეთმა დაასუბსიდირა, ხოლო, 79.9 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი რუსეთიდან განახორციელა ესკომ(ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორმა საქართველოში). რუსეთის იმპორტის ფასები იანვარში, შაბათ–კვირას იყო 4.1 ცენტი, ღამე 10 საათის განმავლობაში 4.1 ცენტი. რადგან იანვრის პირველი 10 დღე დასვენების დღეებია, საქართველოსთვის კომერციულად უფრო მისაღები იყო რუსეთიდან იმპორტი და ამიტომაც  1–10 იანვარს ესკომ საშუალოს 4.1 ცენტად რუსეთიდან იყიდა  69.9 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი. აზერბაიჯანიდან კი ელექტროენერგიის ნაწილი 47.2 მლნ კვტ/სთ – მთელი თვის განმავლობაში მიეწოდათ პირდაპირ მომხმარებლებს და 12.9 მლნ კვტ/სთ ტრანზიტით გავიდა თურქეთში. 104.3 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი განახორციელა ესკომ "ელ გრინთან" დადებული კონტრაქტით. ფასები ასეთი იყო: შაბათ–კვირას 3.9 ცენტი, ღამის საათებში 3.9 ცენტი და დღის და საღამოს, 14 საათის განმავლობაში– 5.4 ცენტი. უკვე იანვრის 11–დან ესკო ელექტროენერგიას ყიდულობს აზერბაიჯანიდან და არა რუსეთიდან”,– აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკური ძალები ააქტიურებენ კითხვებს, თითქოს ზერბაიჯანიდან დენის იმპორტი პოლიტიკურია და ფასიც მაღალია. მათივე მტკიცებით, “ელ გრინს” ეძლევა უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობა, რადგან სახელისუფლებო გუნდიდან ვიღაც წილშია და სწორედ ამიტომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში დომინანტი აზერბაიჯანი. ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, ბიზნესმენ, უჩა მამაცაშვილთან, კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის, რაშიც მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რამდენჯერმე მოუწია. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა და იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირდება. მინისტრის მტკიცებით, დენის იმპორტში არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი. ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system