თავში

რამდენად ეფექტურტად ებრძოლა ეკონომიკურ დანაშაულს მთავრობა წელს

რამდენად ეფექტურტად ებრძოლა ეკონომიკურ დანაშაულს მთავრობა წელს
რამდენად ეფექტურტად ებრძოლა ეკონომიკურ დანაშაულს მთავრობა წელს

ეკონომიკური დანაშაულების აღკვეთის ეფექტურობა, როგორც წესი, ინვესტორისთვის არის სიგნალი, რამდენად სამართლიანი ბიზნესგარემოა ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს უკენასკნელი კი ხშირად ხდება საფუძველი იმ გადაწყვეტილების, რომელსაც, სხვა ინდიკატორების შეფასებასთან ერთად, გააზრებულად იღებს ინვესტორი, უღირს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში ფულის ჩადება და საქმის წამოწყება.

ასე, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა, გარდა იმისა, რომ გადასახადების თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა, მნიშვნელოვანია საინვესტიციო იმიჯისთვისაც

როგორც ფინანსთა მინისტრობის მოვალების შემრულებელი ამბობს, ხელისუფლება ეკონომიკურ დანაშაულს შედეგიანად ებრძვის. ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წელს ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გადასახადისგან თავის არიდების 275 ფაქტი გამოავლინა. წელსვე აღიკვეთა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესების დარღვევის 62 მცდელობა, 48 ობიექტს შეუჩერდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. გამოვლინდა და აღიკვეთა ფულის გათეტღების 12 და ყალბი ფულის დამზადების 55 ფაქტი.  

დოკუმენტის მიხედვით, გამოვლენილია უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი, ამოღებულია 634 386 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 

სიგარეტის კონტრაბანდა, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, კვლავ გამოწვევაა და ამ მხრივ კანონის აღსრულება კიდევ უფრო გამკაცრდება. 

 

ცნობისთვის, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system