თავში

რამდენად გამართლებულია ეკონომიკურად აზარტული თამაშების აკრძალვა

რამდენად გამართლებულია ეკონომიკურად აზარტული თამაშების აკრძალვა
რამდენად გამართლებულია ეკონომიკურად აზარტული თამაშების აკრძალვა

"სტიგმა, რომელიც საზოგადოებაში მუსირებს „ყველა ადამიანი, რომელიც თამაშობს თამაშდამოკიდებული ხდება“, მცდარია. ადამიანი, რომელიც თამაშობს აუცილებლად თამაშდამოკიდებული არ არის. ხშირ შემთხვევაში ისინი მხოლოდ გართობის მიზნით თამაშობენ," - ასე ფიქრობს ფსიქიატრი ავთანდილ ვანაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში არ არსებობს კვალიფიციური კვლევა, არასდროს ჩატარებულა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რიცხვებს ასახელებენ თამაშდამოკიდებული ადამიანების რაოდენობაზე და კვლევებზე საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

"სხვა ქცევითი აშლილობები, როგორიცაა, შოპინგი, ვიდეო თამაშები, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ყველაფერი, რაც ადამიანის ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებას იწვევს, მსგავსია თამაშდამოკიდებულებისა. ასევე „ბაიკერები“, მთამსვლელები, გააჩნია ვინ როგორ აკონტროლებს საკუთარ ადრენალინს. თამაშდამოკიდებულებას მხოლოდ ერთი ჭრილით და ერთი ფაქტორით ვერ განვიხილავთ, ვერ ვიტყვით, რომ სათამაშოდ წასული ადამიანი არის მაინცდამაინც თამაშდამოკიდებული. არ არსებობს ისეთი ცნებები როგორიცაა ჩათრევა, დაძალება, რადგან დამოკიდებულების წინაპირობა ადამიანის პიროვნებასა და ფსიქიკაში უნდა არსებობდეს. იმისი თქმა, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალული რომ ყოფილიყო, ის ადამიანი არ გახდებოდა თამაშდამოკიდებული, არასწორია. ღრმად უნდა შუქდებოდეს და ინფორმირებული უნდა იყოს ახალგაზრდა, რა შეიძლება მოუტანოს მას აზარტულმა თამაშებმა, დისკუსია უნდა გაიშალოს. ამაშისას ადამიანი გამოიმუშავებს ადრენალინს, ისევე როგორც, მაგალითად, „ბაიკერები“, რომლებიც მაღალ სიჩქარეს ავითარებენ, ხომ ვერ ვიტყვით ამ ადამიანებზე, რომ დამოკიდებულნი არიან და უნდა ავკრძალოთ მოტოციკლეტები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაიმე ქცევა მანიაა თუ ნორმის ფარგლებში ჯდება. ზღვარი გადის, ქცევასა და დამოკიდებულებაში, კონკრეტულ გარემოებებსა და კონტექსტში. თუ მოთამაშე ახდენს თამაშს გამო ყველაფრის დედუქციასა და გათიშვას და მხოლოდ თამაში რჩება მის ცხოვრებაში და სხვა ღირებულებების ადგილი აღარაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ მისი ქცევა პრობლემურად," - ამბობს ფსიქიატრი და ასკვნის, რომ ადამიანები, რომლებიც ყველა მოთამაშეს თამაშდამოკიდებულს უწოდებენ და დისკრიმინაციის შემცველ იარლიყებს აკრავენ, მხოლოდ და მხოლოდ სტიგმის გავრცელებას უწყობენ ხელს. სინამდვილეში, შესაძლოა ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული.  გადაიზრდება თუ არა პერიოდული თამაში დამოკიდებულებაში, ფსიქიატრის თქმით, დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ოჯახურ და სოციალურ ფაქტორებზე.

ფინანსისტებისა და ეკონომისტების უმეტესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სათამაშო ბიზნესის აკრძალვას. მათი თქმით, ინდუსტრია ბიუჯეტში გადასახადის მსხვილი შემტანია და მისი ევროსტანდარტებით რეგულირება მისაღები, თუმცა აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელი და და ეკონომიკისთვის პრობლემატური იქნება.  2020-წელს სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა. სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 261 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 128 401 198 ლარი.  შარშან ონლაინ-კაზინოებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 2020 წელს 2019 წელთნ შედარებით, გაიზარდა. მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 50 ათასი ლარით მეტი შევიდა. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებს, 2020 წელს ბიუჯეტში 12,461,335 ლარი შევიდა, წინა წელს კი 12,411,417 ლარი. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 584,439 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,769,555 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 446 215ლარი, კლუბის მაგიდიდან - 58 024 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 25,687 ლარი. 2019 წელის იანვარ-დეკემბერში კი, სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 69,455,619 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,704,959 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 1,239,209 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 237,436 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 39 246557 ლარი.

ცნობისთვის, Google Trend-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტში 20 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან 6 არის ონლაინ კაზინო. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საკუთრ ვებგვერზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ, სინამდვილეში, 2020 წლის ჯამური მონაცემებით 24 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან არა ექვსი, არამედ მხოლოდ ერთია ონლაინ კაზინო. ასოციაციის განმარტებით, ამას მოწმობს ქვეყანაში ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ანგარიშები. მათივე განმარტებით, ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაიარონ კანონით წინასწარ მკაცრად განსაზღვრული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ვალდებულია რეგისტრაციისას ბიზნესოპერატორს გაუგზავნოს, არა მხოლოდ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არამედ ამ მოწმობასთან გადაღებული ფოტოსურათი. ასევე სავალდებულო ხდება მოთამაშის მიერ შეყვანილი პირადი მონაცემების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურაში გადამოწმება, რაც ოპერატორს მისცემს საშუალებას დაზუსტებით იცოდეს თუ ვინ დგას რეალურად მათთან დარეგისტრირებული ექაუნთის უკან. აღნიშნული პროცედურები კიდევ უფრო გაამკაცრებს არასრულწლოვნების ჩართულობის კონტროლს და უფრო პასუხისმგებლიანს გახდის საქართველოში ონლაინ პლატფორმებზე თამაშს. 

მათივე ინფორმაციით, ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში, ხოლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის თანახმად, 5 წელი შეინახოს თითოეული დარეგისტრირებული ადამიანის მონაცემი. აღნიშნული განპირობებულია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. მსგავსი წესი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system