თავში

რამდენად გამართლებულია სებ-ინტერვენციები

რამდენად გამართლებულია სებ-ინტერვენციები
რამდენად გამართლებულია სებ-ინტერვენციები

სპეციალისტები თვლიან, რომ ეკონომიკური აქტივობების შემცირების ფონზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები გაუმართლებელია. სებ-ი, როგორც წესი, ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი კი ფიქრობს, რომ  შესაძლოა, დოლარის მარაგი ბანკებს სადეპოზიტო ვალდებულებების შესასრულებლად სჭირდებათ და სებ-ი ამ ინტერვენციებს სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე მიმართვას.

,,სავალუტო ინტერვენციების საჭიროებას რეალურად ვერ ვხედავ. თუმცა, ახლა ისეთი მოცემულობაა, როცა ბანკებს  დაკრედიტებისთვის ლარი უფრო   სჭირდებათ. შეიძლება, რაღაც ლიკვიდურობის მომენტი ჰქონდეთ. მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე მაშინ იზრდება ხოლმე, როცა ბანკებს დოლარის დეპოზიტებთან დაკავშირებით უჩნდებათ ლიკვიდურობის გარკვეული პრობლემა. საქართველოში ბანკების დეპოზიტების 80%  ძირითადად დოლარშია ასახული, 20% - ლარში განთავასებული დეპოზიტებია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხდება დეპოზიტებიდან დოლარის გადინება და ბანკები ლიკვიდურობის მომენტს ამ შეძენილი დოლარით ამაგრებენ,  სადეპოზიტო ვალდებულებების შესასრულებლად", - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი  report.ge-თან და დასძენს, რომ სებ-ის ინტერვენციებთან დაკავშირებით სხვა არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან  ეკონომიკასთან მიმართებაში დოლარზე მოთხოვნა ამ შემთხვევაში არ არსებობს. 

,,ახლა ამ ინტერვენციების მომენტი აბსოლუტურად გაუმართლებელია. ცხადია, რომ უშუალოდ ბიზნესი არ ითხოვს დამატებით სახსრებს, მით უმეტეს, ეს ეხება იმპორტიორებს, რადგან მოხმარება კატასტროფულად შემცირდა. აქედან გამომდინარე, იმპორტიც მოცულობამაც იკლო და ეს ტენდენცია გრძელდება. რისთვის არის საჭირო ეს დოლარი და ვისი დავალებით მიმდინარეობს დოლარის შესყიდვა, უცნობია. ეს ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა ფაქტია, რომ ეკონომიკა ნამდვილად არ ითხოვს დოლარის ამხელა მასის ინტერვენციას რეალურად. როგორც წესი, ინტერვენციები დაბალანსებული უნდა იყოს როგორც დოლარის, ისე ლარის მიმართ, მაგრამ ასე არ ხდება და ამ თვალსაზრისით დიდი დისბალანსია", - დასძენს ხომიზურაშვილი. 

ცნობისთვის, 2020 წლის 27 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0688 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მე-11 სავალუტო ინტერვენციაა. 2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა პირდაპირი ინტერვენციების გზით სულ 330 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system