თავში

რამდენად გამართულად ოპერირებს საქართველოს რკინიგზა

რამდენად გამართულად ოპერირებს საქართველოს რკინიგზა
რამდენად გამართულად ოპერირებს საქართველოს რკინიგზა

რკონიგზის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ "საქართველოს რკინიგზამ" მზაობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ნებისმიერი ზომა უნდა განიხილოს როგორც კრიზისის მართვის არსებული სტრუქტურების მდგენელი ნაწილი და უნდა შეუთანხმოს მოქმედ ეროვნულ პროცედურებს.

რკინიგზის სფეროს სპეციალისტი დავით გოჩავა ამბობს, რომ "საქართველოს რკინიგზამ" უნდა შექმნას ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შევლენ საოპერაციო დეპარტამენტების საკვანძო წევრები.
"უნდა განისაზღვროს მთავარი პარტნიორები და კონტაქტები (ადმინისტრაციული ორგანოები - მთავრობა, ჯანდაცვის მართვის ორგანოები), პროფკავშირები/მუშათა საბჭოები/წარმომადგენლები (პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით), ასოციაციები (შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, რათა არიდებული იქნას იზოლაცია), და საერთაშორისო კორესპოდენტები ტრანს-სასაზღვრო ოპერაციების შესრულებისათვის). ყურადღება უნდა გამახვილდეს კრიტიკული ფუნქციების შემსრულებელი პერსონალის (დისპეტჩერები, მემანქანეები, სადგურის მორიგეები... და ა.შ.) მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იქნას წარმოების უწყვეტობა," - აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ  კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, რკინიგზიების საერთშორისო კავშირმა (UIC) უკვე შექმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ UIC-ის წევრი კომპანიები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები (ლათინური ამერიკის რკინიგზის ასოციაცია - ALAF, ამერიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასოციაცია - APTA, ევროპის სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მმართველი კომპანიების გაერთიანება - CER, სარკინიგზო ტრანსპორტის საერთაშორისო კომიტეტი - CIT, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია - IATA და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი - UITP); 

დავით გოჩავას განმარტებით, ოპერატიული ჯგუფის მიზანია ერთობლივი მუშაობა, რათა გამოინახოს აღნიშნულ კრიზისზე რეაგირების ხერხები სარკინიგზო ტრანსპორტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

"დაავადებების და სხვა კრიზისების პრევენციის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სარკინიგზო გადაზიდვების უწყვეტობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მობილობის უზრუნველყოფისათვის და უაღრესად მნიშვნელოვანი საქმიანობის წარმოების გარანტირებული გაგრძელებისათვის, ამასთან გასათვალისწინებელია სამსახურში არგამოცხადების და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ტენდენცია. სარკინიგზო ოპერატორებმა, სავარაუდოდ, თავიანთი მომსახურება უნდა მოარგონ როგორც სატვირთო გადაზიდვებს, ისე მგზავრთა გადაყვანას. უნდა იქნას გათვალისწინებული ოპერატორი კომპანიის რესურსები და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გატარებული ზომები. შესაბამისად, პოტენციური ზომების აღნიშნული ნაკრები დაეხმარება სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლებს მოქნილობის შენარჩუნებაში და განვითარებაში," - განმარტავს გოჩავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system