თავში

რამდენად განვითარებულია საქართველოში ფინტექ ინდუსტრია

რამდენად განვითარებულია საქართველოში ფინტექ ინდუსტრია
რამდენად განვითარებულია საქართველოში ფინტექ ინდუსტრია

"ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის უმნიშვნელოვენსია და ამ ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზედამხედველო მიდგომების მუდმივი განვითარებითაა შესაძლებელი," - ამის შესახებ დღეს StrategEast-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე, ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ.

კონფერენცია ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. 

დისკუსია შეეხებოდა COVID-19 პანდემიის ფონზე ფინტექ ინდუსტრიის მზარდ როლს და მისი სწრაფი განვითარების მხარდასაჭერად ევრაზიის ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ოთარ გორგოძემ დეტალურად ისაუბრა ფინანსური ინოვაციების წახალისების პროცესში ცენტრალური ბანკის საზედამხედველო გახსნილობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გადამწყვეტ როლზე. მან საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისისა და საზედამხედველო ლაბორატორიის შექმნის გამოცდილება და ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისათვის სამომავლო გეგმები. გორგოძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელსაც ფინტექ ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა იწვევს და ხაზი გაუსვა ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system