თავში

რამდენად გარანტირებულია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა

რამდენად გარანტირებულია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა
რამდენად გარანტირებულია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხორბლისა და ფქვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი და სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი წყვეტა არაა მოსალოდნელი.

„მიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულირება, რომელიც ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით ხდება. მსოფლიოში ხორბლის საერთო ნაშთები კრიტიკულად არ გამოიყურება. ვაკვირდებით ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა. ეს არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალშიც, ამას ვამბობ პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი ცოტა მიკვირს. ჩვენ დავამტკიცეთ, ვაჩვენეთ, რომ პროცესის მართვა შეგვიძლია და კრიტიკულ სიტუაციაში ამას ისე ვმართავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს“, - განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და  და ზოგადად ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო,  საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system