თავში

რამდენად ,,ჰუმანურია" პირუტყვის დაკვლის მეთოდი სასაკლაოებში

რამდენად ,,ჰუმანურია" პირუტყვის დაკვლის მეთოდი სასაკლაოებში
რამდენად ,,ჰუმანურია პირუტყვის დაკვლის მეთოდი სასაკლაოებში

ვეტერინარების ინფორმაციით, სასაკლაოების უმეტესობა დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მეწარმეებს დაკვლის ცივილიზებული მეთოდების გამოყენებას აიძულებს, როგორც აღმოჩნდა, სასაკლაოებში ამ მხრივ ბევრი დარღვევაა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლის, ვეტერინარ ამირან კოჩალიძის განცხადებით, კონტროლი სუსტია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში სტანდარტი ირღვევა და გამოიყენება პირუტყვის დაკვლის ტრადიციული წესები, რომელიც არაჰუმანურად მიიჩნევა.

როგორც კოჩალიძე ამბობს, პირუტყვის სწორი დაკვლა პირდაპირ გავლენას ახდენს ხორცპროდუქტების ხარისხზე. ამიტომ ეს უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა სპეციალისტმა. ცხენების, ძროხების და ღორების დაკვლა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობს ეს პროცესი ცივილური გახადონ და ამასთან დაკავშირებით კანონი მოქმედებს, ცხოველები ზოგ შემთხვევაში სასტიკ მოპყრობას და მტკივნეულ სიკვდილს განიცდიან.

დაკვლის მეთოდი კი, როგორც ვეტერინარი აცხადებს, რამდენიმეა, რის დაცვას სასაკლაოებს კანონით აქვთ გაწერილი.

,,პირველი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე პოპულარულია, არის მაღალტექნოლოგიური შოკერების გამოყენება შემდგომი დაკვლით. ერთ-ერთი მეთოდია ,,განსაცვიფრებელი", რომლის გამოყენებამაც შეიძლება შეამციროს სტრესი ცხოველებში და სწრაფად დაკლას ხარი, ჯანმრთელობისთვის საფრთხის გარეშე. ეს გულისხმობს ლითონის მკვეთრი იარაღების გამოყენებით თავის ქალის გატეხვას. დარტყმა უნდა მოხდეს შუბლის წილის ცენტრალურ ნაწილში თვალებს შორის. პირუტყვი ითიშება ამ დროს ვერ გრძნობს ტკივილს. სამწუხაროდ, დღესაც ხდება, როცა ბოჭავენ და ისე კლავენ საქონელს, რაც გაუგონარი სისასტიკეა, მაგრამ მაინც გამოიყენება. როცა ვეკითხებით სასაკლაოების თანამშრომლებს, თუ რატომ რატომ იქცევიან ასე, გვპასუხობენ, რომ ტექნოლოგია ძვირი ჯდება, თუმცა სინამდვილეში ფასი 400 დოლარის ფარლებშია, რაც ნებისმიერ სასაკლაოს უნდა მოეპოვებოდეს, მაგრამ კონტროლი შესუსტებულია და ამით მეწარმეების ნაწილი ბოროტად სარგებლობს", - ამბობს report.ge-თან ამირიან კოჩალიძე.

ვეტერინარის თქმით, პირუტყვის დაკვლის სტანდარტი უმეტეს ქვეყნებში მაღალ დონეზეა დაცული, რის გათვალისწინებაც შესაძლებელია საქართველოში, თუკი კონტროლი გამკაცრდება. სპეციალისტი აცხადებს, რომ სასაკლაოები მასიურად უნდა აღიჭურვონ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ამ პირობას თუკი ვერ ასრულებენ, დროებით აიკრძალოს მათი საქმიანობა და გონივრული ვადა მიეცეთ პრობლემის მოსაგვარებლად. 

ცნობისთვის, საქსტატის მიხედვით, 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 71.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.3 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე სასაკლაოების მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 27.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 12.1 ლარი, ხოლო ღორის - 25.1 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system