თავში

რამდენად იყენებს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი საკუთარ შესაძლებლობებს

​რამდენად იყენებს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი
რამდენად იყენებს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი საკუთარ შესაძლებლობებს

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ფიქრობენ, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი საკუთარ შესაძლებლობებს სრულყოფილად ვერ იყენებს. ცეტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქიონირება პრაქტიკულად პარალიზირებულია და არ ხდება ცენტრალური აზიიდან ტვირთნაკადებით მომარაგება. ამის დამტკიცებას report.ge-სთან ლოგისტიკის ექსპერტი ციფრების ცდილობს. 

მისი თქმით, 2020 წელს, ყაზახეთის, კასპიის ზღვის - აქტაუს და კურიკის ნავსადგურებში ჯამურად 5.4 მლნ ტონა გადაამუშავდა. 2 მლნ ტონა ნავთობი, 0.8 მლნ ხორბალი, 0,9 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთი და 1.7 მლნ ტონა სამშენებლო და ლითონკონსტრუქტციები. ყაზახეთის ორივე ნავსადგური - სატრანსპორტო დერეფნის ძირითად საყრდენ წერტილებს წარმოადგენენ, საიდანაც ტვირთები ნაწილდება, ირანის რუსეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე ნავსადგურის ჯამური გამტარუნარიანობა წელიწადში - 27 მლნ ტონას წარმოადგენს (აქტაუ - 21 მლნ ტონა, კურიკი 6 მლნ ტონა), პრაქტიკულად გამოდის, რომ ორივე ნავსადგურის ტვირთების გატარების შესაძლებლობა 20% იქნა ათვისებული. თუ გავითვალისწინებთ ყაზახეთის მხრიდან, ამ ნავსადგურში, ბოლო წლებში, ჩადებული ინვესტიციების მოცულობებს, 5.4 მლნ ტონა, ცაგარეიშვილის შეფასებით, დაბალი მაჩვენებელია.

პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, 5.4 მილიონი ტონიდან, რომელიც ნაწილდება სამი მიმართულებით, რუსეთისკენ - ასტრახანის და მახაჩკალის ნავსადგურებისკენ, ირანისკენ - ენზელის ნავსადგურისკენ და აზეერბაიჯანისკენ - ბაქოს და ალიათის ნავსადურებისკენ, 

"რუსეთის და ირანის მიმართულებით ყაზახეთის ნავსადგურებიდან გაგზავნილი და მიღებული ტვირთნაკადი, რომლის მოცულობა 2020 წელს 3.2 მლნ ტონა შეადგინა - საქართველოზე გამავალი დერეფნით ვერ გაივლიდა. რაც შეეხება, დარჩენილ 2.2 მლნ ტონას ნაწილი 1.2 მლნ ტონა აზერბაიჯანში რჩება ხოლო 1.0 მლნ ტონა 18% ი გადაიზიდება ჩვენი დერეფნის გავლით. ანალიზი ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ტვირთნაკადი, რომელიც ყაზახური ნავსადგურებით მოძრაობს, საქართველოს მიმართულებით შეადგენს მხოლოდ 1.0 მლნ ტონას. ასეთ ვითარებაში, შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქიონირება პრაქტიკულად პარალიზირებულია და არ ხდება ცენტრალური აზიიდან ტვირთნაკადებით მომარაგება," - გვეუბნება ექსპერტი. საქართველოში ტრანზიტად მოძრავი ტვირთების კლებაზე საუბრობენ ქართველი გადამზიდავებიც. მათი თქმით, 2 თვეა, საქართველოში უპრეცენდენტოდაა შემცირებული გადაზიდვების მაჩვენებელი. ტრანზიტორები ამას მაღალი საბაჟო ტარიფებით ხსნიან და ამბობენ, რომ აუცილებელია საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში საფასო პოლიტიკას გადახედოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system