თავში

რამდენად მაღალია ენერგომოხმარება საქართველოში

რამდენად მაღალია ენერგომოხმარება საქართველოში
რამდენად მაღალია ენერგომოხმარება საქართველოში

საქსტატი მიერ ჩატარებული ენერგორესურსების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 355.9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9.3 პროცენტით მეტი).

დროის ამავე პერიოდში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 695.4 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 13.9 პროცენტით მეტი), მოთხოვნის ზრდა ძირითადად შეეხო თბოსადგურებს, საყოფაცხოვრებო სექტორს და ცალკეულ დარგებს. წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ შეადგინა 1 942.0 მილიონი მ3, (წინა წელთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტი).

2019 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ შეადგინა, 12 059.3 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია (რაც 1.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 36.4 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (30.0 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.6 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5.3 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 5.7 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

ამასთან, გასული წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 30.9 პროცენტი. 28.3 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19.3 პროცენტი – მრეწველობის დარგზე, 5.3 პროცენტი – მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system