თავში

რამდენად მაღალია საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯები

რამდენად მაღალია საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯები
რამდენად მაღალია საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯები

"ლელო საქართველოსთვის" წევრის გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას ნებსით თუ უნებლიდ იცრუა, როცა თქვა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველო მე-2 ადგილზეა ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირის მიხედვით. მიქაუტაძე მთავრობის მეთაურს „საქსტატის“ გვერდით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

"ბატონო პრემიერო, გავხსენით სავალუტო ფონდის ვებგვერდი, მაგრამ იქ მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. სამაგიეროდ, იქვე ვნახეთ მთლიანი სახელმწიფო ხარჯების შეფარდების ანალიზი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, რომლის სიმცირის მიხედვით საქართველო 88-ე ადგილზეა მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხარჯები ჩვენს ქვეყანაში მაღალია 87 ქვეყანასთან შედარებით. მე გირჩევთ ასევე გახსნათ საქსტატის გვერდი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი, 2013 წელთან შედარებით, 47 600-ით არის გაზრდილი, მაშინ, როცა კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა შემცირებულია. მაგალითად, შარშან კერძო სექტორში 10 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ბატონო პრემიერო, თქვენ ალბათ ისიც არ იცით, რომ სახელმწიფო სექტორში, როგორც წესი, მმართველო პარტიის აქტივისტები და ყოფილი ჩინოვნიკები საქმდებიან შესაბამისი კომპეტენციის გარეშე. თუ არ იცით, დღესვე შემიძლია მოგაწოდოთ გვარები”, - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system