თავში

რამდენად მოახდენენ ეკონომიკის სტიმულირებას ინფრასტრუქტურული პროექტები

რამდენად მოახდენენ ეკონომიკის სტიმულირებას ინფრასტრუქტურული პროექტები
რამდენად მოახდენენ ეკონომიკის სტიმულირებას ინფრასტრუქტურული პროექტები

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დღეს საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება. კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებენ ეკონომისტები და ფიქრობენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა შესრულდეს.

ფინანსისტ გიორგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება, რაც ეკონომიკაზე დადებით ეფექტს მოახდენს. 

,,ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  და ამ მიმართულებით სავსებით სწორად გაკეთდა აქცენტი. ვერ ვიტყვი, რომ დიდ შედეგს მივიღებთ, მაგრამ ეფექტი ნამდვილად იქნება დადებითი. საშიში ვირუსის გავრცელების გამო ეკონომიკის ყველა დარგი დაზარალდა, განსაკუთრებით ტურიზმი, ამიტომ საჭიროა მოძრაობა, რომ სტაგნაციაში არ აღმოვჩნდეთ. ამ  შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესრულება, განსაკუთრებით კი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს გიორგი კაპანაძე report.ge-თან საუბრისას და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია პროექტების შესრულების ხარისხი მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ მოხდეს შეფეხება, დროში გადავადება და სხვა, რასაც ხშირად აქვს ადგილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system