თავში

რამდენად მოთხოვნადია აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

რამდენად მოთხოვნადია აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
რამდენად მოთხოვნადია აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

10 ივლისის მონაცემებით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. 

ამის შესახებ REPOPR.GE-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყება არ აკონკრეტებს ამჯერად ჯამში რამდენი განაცხადია რეგისტრირებული. არც ის ზუსტდება, რის დაფინანსებას ითხოვენ უფრო მეტად ფერმერები წარმოდგენილი განცხადებებით. 

გასული კვირის ბოლოს, 3 ივლისის მდგომარეობით,  აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებული იყო 551 განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნა იყო.

სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით გასულ კვირას დაფიქსირდა 200-ზე მეტი განაცხადი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system