თავში

რამდენად მყარია არგუმენტი საქართველოსა და ჩრდილო მარშრუტის კონკურენციაზე

რამდენად მყარია არგუმენტი საქართველოსა და ჩრდილ
რამდენად მყარია არგუმენტი საქართველოსა და ჩრდილო მარშრუტის კონკურენციაზე

"არგუმენტი, თითქოს ჩრდილოეთის მარშრუტი კონკურენციას უწევს საქართველოზე გამავალ მარშრუტს, და ამიტომ ტვირთნაკადები ამ მარშრუტზე საკმარისი არ არის, სუსტია... სხვაგან არის საძებნი მიზეზები,"  - ამის შესახებ report.ge-ს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტმა, დავით გოჩავამ, განუცხადა. ამის დამტკიცებას ექსპერტი კონკრეტული მაგალითიც ცდილობს. მისი განმარტებით, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელზე "ალაშანკოუ-დოსტიკი" დაგდებული მატარებლების რიცხვი იზრდება. მოცემულ მომენტში დაგდებულია 12000 დატვირთული ვაგონი. ტვირთების სოლიდური ნაწილია ხორბალი; 

"არავის აქვს ამ ხორბლის საცავში დროულად გადატანის შესაძლებლობა, ამიტომ მარცვლეული ფუჭდება გადაზიდვის მოლოდინში. 2020 წლის ბოლოს ჩინეთის რკინიგზამ რადენიმე შეზღუდვა დააწესა. თუმცა ამან მდგომარეობა ვერ განმუხტა. დღეში 18 მატარებელზე მეტის გადამუშავება, უბრალოდ, შეუძლებელია. ამიტომ ტვირთნაკადი გადაერთო საავტომობილო ტრანსპორტზე, რის გამოც საავტომობილო გზები ჩაიხერგა. ხელისუფლება იძულებული გახდა 1 მარტიდან აეკრძალა სატვირთო მანქანების გადასვლა საზღვარზე. აღნიშნული განკარგულების მოქმედება ერთ თვეს გაგრძელდება," - ამბობს გოჩავა.

რეგიონის ეკონომიკურ რუკაზე ახალი სატრანსპორტო მარშრუტები ჩნდება, რაც ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, რეგიონის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე ახალ შტრიხებს უდაოდ შეიტანს, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, ეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საუბარია თურქეთ - სომხეთის (ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს) დერეფნის ამოქმედებაზე. ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს.

ნახიჩევანის სარკინიგზო დერეფნით ისარგებლებენ: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ირანი, ანუ აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით.

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system