თავში

რამდენად მზად შეხვდა საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიის ეკონომიკურ შოკს

რამდენად მზად შეხვდა საქართველოს ფინანსური სექტორი
რამდენად მზად შეხვდა საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიის ეკონომიკურ შოკს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშის მიხედვით,  COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე, ფინანსური სტაბილურობის რისკები გაზრდილია, საქართველოს ეკონომიკა გარკვეული სტრუქტურული გამოწვევებით ხასიათდება, პანდემიის შედეგად კი ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია.

„საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მზარდი დამოკიდებულებით, რაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმართ მოწყვლადობას განაპირობებს. მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, კერძოდ კი ისეთმა გარემოებებმა, როგორებიცაა მნიშვნელოვნად შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ფინანსური ნაკადების შემოდინების კლება, განვითარებად ქვეყნებში გაზრდილი რისკის პრემია და, ასევე, პანდემიის გავრცელებასა და მის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, საქართველოს ეკონომიკის საგარეო ფაქტორების მიმართ მოწყვლადობის რეალიზება გამოიწვია. შესაბამისად, გაზრდილია ფინანსური სტაბილურობის რისკებიც“, – აღნიშნულია 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, რომელსაც ეროვნული ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს.

ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ და მისი სწრაფად გავრცელების შესაზღუდად გატარებულმა ღონისძიებებმა, შინამეურნეობების სექტორის ფინანსური მდგომარეობის მოწყვლადობა გაზარდა.

„პანდემიით გამოწვეულმა შოკმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკონომიკური აქტივობა, რამაც სამუშაო ადგილების შემცირება და შემოსავლების კლება გამოიწვია. აღნიშნულმა კი შინამეურნეობებს მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები შეუქმნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სებ-ის განმარტებით, ბოლო წლებში გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ფინანსური სისტემა „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულ შოკს მომზადებული შეხვდა და მდგრადობას ინარჩუნებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system