თავში

რამდენად პასუხობენ გამოწვევებს შეღავათიანი აგროკრედიტები

რამდენად პასუხობენ გამოწვევებს შეღავათიანი აგროკრედიტები
რამდენად პასუხობენ გამოწვევებს შეღავათიანი აგროკრედიტები

სპეციალისტებს ,,შეღავათიან აგროკრედიტთან" დაკავშირებით კითხვები აქვთ. ისინი report.ge-თან აცხადებენ, რომ მილიარდზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ ვერ მოხერხდა, რომ დარგში არსებული გამოწვევები მცირედით მაინც მოგვარებულიყო. ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაა, რადგან არათუ საექსპორტო, არამედ საკუთარ მოთხოვნილებაც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანა თუნდაც მინიმალურ დონეზე. 

,,შეღავათიანი აგროკრედიტის"  აბევრი წარმატებული მაგალითი ვიცით, მაგრამნ არანაკლებია შემთხვევებიც, როცა პროექტი წარუმატებელია. როცა სუბსიდიას ახორციელებს, სჯობს, ფერმერმა აგროკრეტდითით დაიწყოს მიზნობრივი საქმიანობა, ვიდრე შემდეგ მთავრობის ხელისშემყურე გახდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აგროკრედიტებში დახარჯული რესურსი რამდენად ადგება შემდეგში დარგის განვითარებას და რამდენად წყვეტს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. მაღალი დანახარჯის მიუხედავად, მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი არ იზრდება, 10%-საც ვერ აღწევს, რაც არის მიზერული მოცულობა და არათუ ექსპორტის განმაპირობებელია, საკუთარ მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს. სასუსრათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ექსისტენციის ანუ სწავლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ასევე სტრატეგიული დარგების მხარდაჭერა.  ვფიქრობ, პირველ რიგში სწავლების მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტი და ასევე აქცენტი გაკეთდეს სტრატეგიულ დარგებზე, როგორიცაა მემარცვლეობა, მაღალმთიან რეგიონებში - მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის წარმოებას გაზრდის", - ამბობს აროშიძე report.ge-თან და დასძენს, რომ ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მონიტორინგი არა წარმოების პროცესში, რამედ კრედიტის დასრულების შემდეგაც, მინიმუმ, 5 წლის განმავლობაში.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ბადრი რამიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტად ერთწლიანი კულტურების საწარმოებლად არსებული პოტენციალის გამოყენების პრობლემაა და კარგი იქნება, თუკი ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, განსაკუთრებით ამ საკითხის მიმართ გამოიჩენენ ინტერესს.

,,საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიო-კლიმატით და იძლევა შესაძლებლობას, ერთწლიანი კულტურები დიდი რაოდენობით ვაწარმოოთ.  ამაზე აქცენტს ვაკეთებ იმიტომ, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, შეგვიძლია წარმოების ტემპი უფრო მრავალფეროვანიც გავხადოთ. მნიშვნელოვნად უნდა განვავითაროთ მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, სხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდან. ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რაც დარგს განვითარების გზაზე გაიყვანს", - აცხადებს ბადრი რამიშვილი report.ge-თან. 

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის მეშვეობით ბანკების მიერ სულ 3 მილიარდი ლარის მოცულობის 27 ათასი სესხი გაიცა.მათში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2020 წლებში 406 მილიონი ლარის სუბსიდიაა განხორციელებული.

რეგიონების მიხედვით, პროგრამის სასესხო პორტფელის სიდიდით პირველ ადგილზეა კახეთი, სადაც პროგრამის ფარგლებში 12 ათასი ბენეფიციარისთვის სულ 1.66 მილიარდი ლარის სესხია გაცემული, ხოლო ბიუჯეტიდან სუბსიდია 214 მილიონ ლარს უტოლდება,ანუ, გამოდის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი კახეთში იხარჯება.

მეორე ადგილზეა შიდა ქართლი 339 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, რომელიც 4.8 ათას ბენეფიციარზე ნაწილდება. ამ რეგიონში პროგრამის სუბსიდია 50 მილიონ ლარს შეადგენს 2013-2020 წლების განმავლობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system