თავში

რამდენად შესაძლებელია გადასახადების მასიურად შემცირება

რამდენად შესაძლებელია გადასახადების მასიურად შემცირება
რამდენად შესაძლებელია გადასახადების მასიურად შემცირება

სპეციალისტები აცხადებენ, რომ გადასახადების შემცირება რომელიმე კონკრეტული ბიზნესის სასარგებლოდ არასწორია, რადგან კომპანიები ამით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და კრიზისიდან გამოსწვლა გაუჭირდებათ. 

ასეთ მოსაზრებას ეთანხმება აუდიტორი ირაკლი შავიშვილი, რომლის შეფასებითაც, მასიურად უნდა შემცირდეს ყველა ტიპის გადასახადი და, მინიმუმ, განახევრდეს. 

,,გადასახადები რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს რომ შეუმცირო, გაძლიერდება და სხვა შესუსტდება, ამიტომ საერთოდ უნდა შემცირდეს. ცვლილება უნდა შეეხოს ყველა ტიპის გადასახადს - დღგ-თი დაწყებული და საშემოსავლოთი დამთავრებული. ამ ტიპის შეღავათი დღეს ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. ეკოონომიკა დაშლის პირასაა, გაზრდილი ვალებით და გადასახადებით ქვეყანა ვერ აშენდება, რაც მეტი შედის ბიუჯეტში, მით უფრო ეშველება ეკონომიკას, ამიტომ შეღავათები უნდა დააწესონ, რომ ბიზნესმაც იგრძნოს შვება და მოქალაქეების მდგომარეობაც გაუმჯობესდეს. ერთიც და მეორეც დღეს მძიმე მდგომარეობაშია. როგორც წესი, ბიზნესი ყვავის მაშინ, როცა მისი პროდუქტი იყიდება. არ იყიდება  2  მიზეზით: როცა უვარგისია ან მყიდველს არა ქვს ფული, ახლა ეს უკანასკნელი ფაქტორი მოქმედებს. რთული სიტუაციაა და რაც არ უნდა დააფინანსონ კომპანიები, არაფერი ეშველება, სანამ მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ მკვეთრად უნდა შემცირდეს გადასახადები, მინიმუმ განახევრდეს, სოციალური ვალდებულებები მოიხსნას, რეგულაციები შეამცირონ, საპენსიო ფონდი გაუქმდეს და სხვა, ამ ღონისძიებების გარეშე არსებული პრობლემის მოგვარება რეალურად წარმოუდგენელია", - აცხადებს report.ge-თან ირაკლი შავიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გადასახადების შემცირების მომხრეა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც  ასეულობით ბიზნეს კომპანიის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, გარკვეული პერიოდით დამატებით უნდა გაგრძელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system