თავში

რამდენად შესაძლებელია მინიმალური ხელფასის სტანდარტი ს დანერგვა

რამდენად შესაძლებელია მინიმალური ხელფასის სტანდარტი ს დანერგვა
რამდენად შესაძლებელია მინიმალური ხელფასის სტანდარტი ს დანერგვა

ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკას რეალურად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დამსაქმებლებს მინიმალური ხელფასის სტანდარტი განუსაზღვროს. ამ თვალსაზრისით, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, საფუძველს მოკლებულია გონივრული მინიმალური ხელფასის ოდენობა საარსებო მინიმუმს 4-ჯერ აჭარბებდეს, როგორც ეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მათ მიერვე განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით განაცხადეს.

,,ჩვენს ბიზნესს ხშირ შემთხვევაში არ აქვს იმდენი რესურსი, რომ დასაქმებულების ხელფასები კონკრეტული სტანდარტის შესაბამისად გასცენ. შეიძლება, ვიღაც არაკეთილსინდისიერად იქცევა, მაგრამ ბევრია ისეთი კომპანია, რომელსაც მაღალი ხელფასების გაცემის შესაძლებლობა რეალურად არ აქვს ან თანამშრომლების გაშვება და გამოთავისუფლებული თანხების სხვებზე გადანაწილება უნდა მოახდინოს. უკიდურეს შემთხვევაში, კონვერტში მოთავსებული ფული გასცეს, რაც განსაკუთრებით მძიმეა ბიუჯეტისთვის და ჩრდილოვანი ეკონომიკის საფრთხეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ხელოვნური შეზღუდვებით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. იმისთვის, რომ ხელფასების ზრდა მოხდეს, გვჭირდება მაღალი ეკონომიკური სტრუქტურა, დახვეწილი ეკონომიკური მოდელი და კარგი მთავრობა, რომელიც სწორ სტრატეგიას შეიმუშავებს", - აცხადებს ბაირახტარი.  

მისი თქმით, დღეს სოფლის მეურნეობაშიც კი  უამრავი ადამიანია, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა ბენეფიტებს სთავაზობს სახელმწიფო. შესაბამისად, ბევრ შესაძლებლობას ვერ იყენებს, რაც საბოლოოდ დარგის ეფექტიანობაზე ნეგატიურად აისახება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს. 

ცნობისთვის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოკითხულთა 75% მხარს უჭერს საქართველოში მინიმალური ხელფასის არსებობას, 12 % ეწინააღმდეგება მინიმალური ხელფასის იდეას, ხოლო დანარჩენ 12 %-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system