თავში

რამდენად შესაძლოა, ეკონომიკაში ლოკდაუნი კიდევ გამოცხადდეს

რამდენად შესაძლოა, ეკონომიკაში ლოკდაუნი კიდევ გამოცხადდეს
რამდენად შესაძლოა, ეკონომიკაში ლოკდაუნი კიდევ გამოცხადდეს

ეკონომიკაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპი დაიწყო და გამონაკლისის გარდა, თითქმის მთელ დარგებს მოიცავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესი დაცულია. როგორც ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე report.ge-თან ამბობს, მკაცრი კონტროლია საჭირო, რადგან არავინ არის დაზღვეული, აპრილში ისევ ლაკდოაუნის საჭიროება არ დადგება. რისკი, ვეფხვაძის შეფასებით, საკმაოდ მაღალ დონეზეა.

,,რამდენად მოწესრიგებული ვიქნებით, ამაზეა დამოკიდებული, აპრილში ისევ ჩავიკეტებით თუ არა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალია ლოკდაუნები, რაც გვქონდა და ამ ფაქტის წინაშე კიდევ ერთხელ შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, რათა ერთმანეთს მოვთხოვოთ სტანდარტების ზედმიწევნითი შესრულება. თითოეული მომხმარებელი, რომელსაც ტემპერატურად არ გავუზომავთ, სადიზინფექციო სითხეს არ დავასხამთ ხელზე ან არ ეკეთება პირბადე, პოტენციურად ნიშნავს, ეპიდემიის ახალ აფეთქებას აპრილში. არ არის გამორიცხული, ისევ გახდეს ლოკდაუნი საჭიროდ, თუ მოსახლეობა ჩათვლის, რომ ეპიდემია დასრულდა და covid-19 არ დაგვემართება", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამდენად, როგორც ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, ნებისმიერი გახსნის პარალელურად უნდა შესრულდეს სანიტარული ნორმა, რომელიც აუცილებელია ყველასთვის. 

,,ეკონომიკაში იმდენად დიდი ჩამრჩენაა რომ ახლა გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიზნესს სჭირდება დადებითი მოლოდინი, პერსპექტივა, რომ პრობლემა მოგვარდება. ამისთვის ოპტიმისტური განწყობაა შესაქმნელი, რომ  სარესტორნო  და სასტუმრო ბიზნესი ნელ-ნელა გაცოცხლდება, ასევე სპორტული დარბაზები , რომლებიც 15 მარტიდან განაახლებენ მუშაობას და ა.შ. კარგია, რომ შაბათ-კვირის საკითხი ბაზრობებზე და მოლებზე მოიხსნა და არც ეს იქნება პრობლემა", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ ყველა ხანგრძლივი ჩაკეტვის შემდეგ, 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმრეობი, სამთო კურორტები (საბაგირეობი 8 მარტიდან), ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მუნიციპალური ტრანსპორტი კი 27 თებერვლიდან მოყოლებული შაბათ-კვირასაც იმუშავებს. რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება 1-ლი მარტიდან, ხოლო 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system