თავში

რამდენად სრულყოფილია აკვაკულტურის კანონი საქართველოში

რამდენად სრულყოფილია აკვაკულტურის კანონი საქართველოში
რამდენად სრულყოფილია აკვაკულტურის კანონი საქართველოში

2020 წელს საქართველომ მიიღო აკვაკულტურის კანონი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აკვაკულტურის მარეგულირებელი კანონი დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ აკვაკულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომ საქართველომ მოახერხოს ქვეყანაში თევზის წარმოების ზრდა და გამრავლდეს თევზის მეურნეობები. 

"დიდი პროგრესი გვაქვს შავ ზღვაზე თევზის ჭერასთან დაკავშირებით და აქ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ხდება გადამუშავება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი საფეხური, ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც, ქვეყანაში, ზოგადად, აკვაკულტურის, მარიკულტურის პროდუქტების განვითარებას ითვალისწინებს. მხოლოდ სწორი კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლება ამ მიმართულების უკვე სხვა ტიპის მხარდაჭერა. ფინანსური, საგრანტო მხარდაჭერა, თანადაფინანსებები და ტექნიკური დახმარება განახორციელოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენ მდგრადი გვქონდეს ასეთი ტიპის მეურნეობები. ახალი კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვრიდან, შეიქმნა შესაბამისად სპეციალური დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ უკვე ვმუშაობთ კანონქვემდებარე აქტების მიღებაზე და იმ კონკრეტულ რეგულაციებზე, რომელიც სრულყოფილს გახდის ამ კანონმდებლობას და მისცემს ბიზნესს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით სწორად განახორციელოს ინვესტიციები. დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. ამას, რა თქმა უნდა, თან დაერთვება სხვადასხვა რგოლი, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევა, ტექნიკური დახმარება, რაც ძალიან რთულია. გვესმის, რომ ბიოვეტერინარული მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე დაინტერესებულ კერძო ინვესტორებთან და ვფიქრობთ, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებზე გავა. 

შეგახსენებთ, საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system