თავში

რამდენად სწორი იყო ენერგეტიკის სამინისროს გაუქმება

რამდენად სწორი იყო ენერგეტიკის სამინისროს გაუქმება
რამდენად სწორი იყო ენერგეტიკის სამინისროს გაუქმება

ენერგეტიკოსების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამ ამ დარგზე უარყოფითად იმოქმედა და სფეროს გამოცოცხლებისთვის მისი აღდგენაა საჭირო. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ბუნდოვანია, ენერგეტიკის უწყების მომავალი, არ ჩანს გამოეყოფა თუ არა ის ეკონომიკის გამოეყოფა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი ამ მოსაზრებას იზიარებს.

რევაზ არველაძეს ამ საკითხის განსახილველად რემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი ჯერ კიდევ სექტემბერში გაუგზავნა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. საკითხი დეპუტატმა”ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომაზეც დააყენა.

“ამ დარგის მდგომარეობა უკან და უკან მიდის, განსაკუთრებით სამინისტროს გაუქმების შემდეგ და ეს წერილშიც აღვნიშნე. თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, არ შეიძლება მას ძლიერი ენერგეტიკული ბაზა არ ჰქონდეს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმის შედეგად წარმოქმნილ ფუნქციებსა და ვალდებულებებს ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი გაინაწილებენ.

ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წელს შეუერთდა. პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს უერთდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი, მოგვიანებით ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინტეგრირდა. ამ პერიოდში 18 სამინისტრო 14-მდე შემცირდა. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს შეუერთდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system