თავში

რამდენად სწორია ეპიდემიისას საპენსიო შენატანების შეჩერება

რამდენად სწორია ეპიდემიისას საპენსიო შენატანების შეჩერება
რამდენად სწორია ეპიდემიისას საპენსიო შენატანების შეჩერება

ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდის თემა გააქტიურდა. მთავრობა განმარტავს, თუ რატომ არ აჩერებენ საპენსიო შენატანებს, რასაც სპეციალისტების ნაწილიც მხარს უჭერს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ საპენსიო ფონდის მოდელთან დაკავშირებით დავა შეიძლება, მაგრამ შენატანებზე უარის თქმა, როცა სისტემა გამართულად მუშაობს, არასწორი იქნება.

,,საპენსიო სისტემა, ეს არის ინსტიტუციონირებული პროცესი - თუ მუშაობ და ასაკობრივი გარემოების გამო მოქცეული ხარ სავალდებულო ზონაში, ვალდებული ხარ, შენატანები შეიტანო. უმუშევრად დარჩენილს თანხის შეტანა არ მოეთხოვება. თუმცა, როგორც კი თანხა გიფიქსირდება, ავტომატურად გადადის  საპენსიო ფონდში. როგორც წესი, ბიზნესი და დასაქმებლი თანადაფინანსების პრინციპით ახორციელებენ შენატანებს. მძიმე ეპიდემიურ პერიოდშიც არის ატრიბუტიკა და სეგმენტები, რაზეც მთავრობა უარს ვერ ამბობს. ერთ-ერთი ასეთ ნიშან-თვისებად საპენსიო ფონდის საქმიანობა უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად ეფექტიანი და დროულია, მაგრამ სისტემა უკვე მუშაობს და თქმა, რომ პანდემიაა და შენატანები უნდა გაჩერდეს, ნამდვილად არ იქნება სწორი", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის,  ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო სქემა და ფონდი გაცილებით გრძელვადიანი საკითხია, ვიდრე პანდემია და მისი შეჩერება არასწორი იქნება. ასე პასუხობს იგი ექსპერტთა და ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნას კრიზისის დროს საპენსიო შენატანების შეჩერების თაობაზე.

სულ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ საკითხს დააყენებს.

3 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზს გადააჭარბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system