თავში

რამდენად სწორია კომუნალური სუბსიდიის ინფლაციაში გათვალისწინება

რამდენად სწორია კომუნალური სუბსიდიის ინფლაციაში გათვალისწინება
რამდენად სწორია კომუნალური სუბსიდიის ინფლაციაში გათვალისწინება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს, საქსტატის მიერ კომუნალური ტარიფების სუბსიდიის ყოველთვიურ ინფლაციაში გათვალისწინება სწორ მიდგომად მიაჩნია, რადგანაც ინფლაციის ინდექსი უნდა ზომავდეს საქონლის იმ ღირებულებას, რასაც მომხმარებლები ფაქტობრივად იხდიან.

მისივე განმარტებით, ამას ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს, რადგან სუბსიდირება “ერთჯერად’ ფაქტორად ითვლება და სებ-ს მასზე რეაგირება არ აქვს.

“საქსტატი ხელმძღვანელობს საერთაშორისო მეთოდოლოგიით და ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, მნიშვნელოვანი არის ფასი არა განყენებულად, არამედ მოხმარებლისათვის თუ რა ხარჯის გაწევა მოხდა და ამ ხარჯის ცვლილება დროში. შესაბამისად, როდესაც რაიმე საქონლის ფასი იზრდება, მაგრამ თუკი მას ფარავს სახელმწიფო ან რაიმე სხვა სუბსიდია, ის შინამეურნეობის ხარჯებზე და ფასების ინდექსზე აისახება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის ინფლაცია, რომელიც გვაქვს დღეს, არამედ ის თუ რა ინფლაციას ველოდებით პროგნოზის მიხედვით. ჩვენი პროგნოზი გვეუბნება, რომ ინფლაცია საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საჭირო არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება,”- აცხადებს კობა გვენეტაძე.

ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის დღევანდელი ანგარიშის თანახმად, იანვარში ინფლაცია 2.8% იყო. კომუნალური ტარიფების სუბსიდირების გამოკლებით კი ინფლაცია 4.57%-ს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system